ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მძღოლებისთვის განკუთვნილ კაფედან უმსხვილეს ქსელამდე - McDonald's-ის  ბრენდის ისტორია
რადიო თანამგზავრი
15 სექტემბერი, 2017, 12:11
მძღოლებისთვის განკუთვნილ კაფედან უმსხვილეს ქსელამდე - McDonald's-ის  ბრენდის ისტორია

თბილისი (GBC) – სწრაფი კვების  ყველაზე მსხვილი კომპანია  McDonald's 1948 წელს, კალიფორნიის ქალაქ სან ბერნარდინოში ძმები რიჩარდ და მორის მაკდონალდების მიერ გახსნილი პატარა რესტორნისგან დაიბადა.

მძღოლებისთვის განკუთვნილ პატარა კაფეს კარგი შემოსავალი  - წელიწადში 200 000 დოლარი მოჰქონდა, ბიზნესი ვითარდებოდა და ძმებსაც ახალი იდეები ებადებოდათ. იღბლიანი გამოდგა რესტორნის გარეგნული იერიც - დახრილი ყვითელი ორი თაღი თეთრ - წითელ ფონზე, რაც უკვე შორი მანძილიდან ადვილად იზიდავდა კლიენტებს. რესტორნის მთავარი იდეა საკვების მომზადებასა და მირთმევაში  მასობრივი წარმოების მეთოდების დანერგვა იყო - ძმებმა რესტორანი ე.წ.“ სწრაფი“ კვების მინი- ფაბრიკად გადააქციეს. სამზარეულო კონვეიერის სისტემით მუშაობდა. ოფიციანტების არარსებობამ, ძირითადი ტექნოლოგიების ავტომატიზაციამ, მენიუში მხოლოდ პოპულარული კერძების ჩართვამ, საკვებისა და სასმელის დაბალმა ფასმა McDonald's სხვა რომანტიული და მყუდრო რესტორნებისგან მნიშვნელოვნად გამოყო და ბაზარზე განსხვავებული  ნიშა მისცა. .

McDonald's თავის დღევანდელ პოპულარობას ფინანსისტ რეი კროკს უნდა უმადლოდეს. კროკმა ძმებს რამდენჯერმე  მიჰყიდა რძის კოქტეილის დამამზადებელი მიქსერი  საკმაოდ მომგებიანად და მოიფიქრა, რომ რაც უფრო მეტი ასეთი ობიექტი იქნებოდა, მით უფრო მეტ მიქსერს გაყიდდა თვითონაც. 

ძმებს ჰქონდათ გაფართოების სურვილი, მაგრამ ამ საქმით დაკავება არ უნდოდათ. კროკმა ამ როლზე საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა -  დაიბადა ფრანშიზის შექმნის იდეა. ამიერიდან ყველა, ვინც McDonald's -ის გახსნას მოინდომებდა 2% -ს იხდიდა, თავად კროკს - 1.5% ერგებოდა, ხოლო დანარჩენი -  ძმებს იდეისთვის. McDonald's -ის გახსნისთვის არსებობდა პირობები: უნდა შენარჩუნებულიყო გარეგანი იერი, აღჭურვილობის სისტემები, მყიდველი ვალდებული იყო, აღეწერა ყველა პროცესი დეტალურად, ხოლო ახალ რესტორანში პერსონალს სწავლებებს  გამოცდილი მენეჯერი   ჩაუტარებდა. რაღა თქმა უნდა, მიქსერების გაყიდვის თემაც მალევე დავიწყებას მიეცა.

ამგვარად რეი კროკმა დააარსა კორპორაცია McDonald's  და 1955 წელს ილინოისის შტატში პირველი რესტორანი  გახსნა, რესტორნის ახალი სტილი კარგად ჩაეწერა ამერიკის ომისშემდგომი წლების სტილში, McDonald's -ის ობიექტები იხსნებოდა გზატკეცილებზე და ამერიკის ერთსართულიან საცხოვრებელ კვარტლებში.

1961 წელს რეი კროკმა ძმებისგან მთლიანად გამოისყიდა ბიზნესი და სრულუფლებიანი მმართველი გახდა. მისი ოცნება  - მსოფლიოს ყველა ქალაქში ყოფილიყო McDonald's -ის რესტორანი, თითქმის ახდენილია.

McDonald's- ის ოქროსფერი თაღები 1962 წელს ცნობადი გახდა, შეერთდა და ასო „M“ ი-ს ფორმა მიიღო. მოგვიანებით ლოგოტიპს წარწერა - McDonald's -იც მიემატა. დღეს უკვე ყველა დარწმუნებულია, რომ მაკდონალდსის ლოგო გვარის პირველი ინიციალია და არა ოდესღაც ორი მომრგვალებული თაღის კომბინაცია. ოქროსფერი M წითელ ფონზე - ამერიკანიზაციისა და ამერიკული ცხოვრების წესის სიმბოლოდ იქცა. 2009 წლიდან წითელი ფონი მწვანე ფერით შეიცვალა, რაც კომპანიის მხრიდან გარემოს დაცვის მიმართ დამოკიდებულებას ასახავს.

დღეს დეტალურად განიხილავენ ნედლეული პროდუქტების ხარისხს, თავად „სწრაფი კვების“ იდეა  მუდმივი კრიტიკის ქვეშ ექცევა, ბევრ ქვეყანაში ამერიკული ცხოვრების წესს მოწინააღმდეგეები ჰყავს, თუმცა მიუხედავად მრავალი იერიშისა, მაკდონალდსის ქსელი სწრაფი ტემპებით ვითარდება და ბევრისთვის კარგი მომსახურეობის, სისუფთავისა და ხარისხის სიმბოლოდაა ქცეული.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები