ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზას სავარაუდოდ, ჩინური კომპანია ააშენებს
17 სექტემბერი, 2017, 21:57
ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზას სავარაუდოდ, ჩინური კომპანია ააშენებს

თბილისი (GBC) -  ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის აშენების სურვილი მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ გამოთქვა. 

China Railway 23rd Bureau Group-ი ერთადერთი იყო, რომელიც  „საქართველოს რკინიგზის“ 4.088 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში მონაწილეობდა.

ჩინური კომპანია დამკვეთს რკინიგზის აშენებას  3 720 775 ლარად სთავაზობს. 

 დაგეგმილია 2.7 კილომეტრიანი ლიანდაგის და ბაქნების აშენება.  სამუშაოები  ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს.

როგორც იცით, ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობაც იწყება. სამუშაოებს, რაზეც 26.4 მლნ დაიხარჯება,  კომპანია „ანაგი“ (პრინციპალი) შეასრულებს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები