ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კახა ოქრიაშვილი: პარლამენტარი აუცილებლად ღატაკი უნდა იყოს და ბუტკაში ცხოვრობდეს?
ნინო შუბითიძე
19 სექტემბერი, 2017, 11:35
კახა ოქრიაშვილი: პარლამენტარი აუცილებლად ღატაკი უნდა იყოს და ბუტკაში ცხოვრობდეს?

თბილისი (GBC) -  ბიზნესის პოლიტიკისგან გამიჯვნა სრულ იდიოტიზმად მიაჩნია " პსპ"-ს დამფუძნებელს - "ვინც ამას ამბობს  არის სრული იდიოტი". 

პარლამენტის წევრი საერთაშორისო პრაქტიკას იხმობს, როდესაც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში წამყვანი ბიზნესმენები მოდიან. 

" პარლამენტარი აუცილებლად  ღატაკი უნდა იყოს და ბუტკაში ცხოვრობდეს? რას ნიშნავს ინტერესთა კონფლიქტი? - კითხულობს ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული ოქრიაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ კახა ოქრიაშვილი საქართველოს პარლამენტის 51 წევრს შორის ერთ-ერთია, რომლებსაც ბიზნესთან კავშირი აქვთ. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ახალი ანგარიშის მიხედვით, კახაბერ ოქრიაშვილი („ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის”)  13 კომპანიას ფლობს.

ამასთან, მის კომპანიებს ( „პსპ ფარმად”,„პსპ დაზღვევას")  რამდენიმე სახელმწიფო ტენდერი აქვთ მოგებული და მოგებული ტენდერებიდან ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშეკრულების ოდენობა 16,584,494.85 ლარია. 

ასევე დეპუტატის დეკლარაციის მიხედვით, მას  ერთი წლის განმავლობაში  სამეწარმეო საქმიანობიდან 17,429,052 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები