ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Red-co ახალი წლის წინა ღამეს, გუდაურში პირველ სამორინეს გახსნის
19 სექტემბერი, 2017, 15:30
 Red-co ახალი წლის წინა ღამეს, გუდაურში პირველ სამორინეს გახსნის

თბილისი (GBC) - დეველოპერული კომპანია RED-CO,  საბაგირო გონდოლას სიახლოვეს, დეკემბერში კიდევ ერთ აპარტ-ოტელს New Gudauri Suites-ს გახსნის, - ინფორმაციას propertygeorgia ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, New Gudauri Suites-ში 102 აპარტამენტი და ის უკვე არსებულ 400 აპარტამენტს დაემატება. 

ახალი წლის წინა ღამეს კი, რიგით მეხუთე აპარტ-ოტელში, მათთვის, ვინც გუდაურს მხოლოდ სასრიალოდ არ სტუმრობს, Red-co პირველ სამორინეს CASINO GUDAURI -ს გახსნის.

"დამსვენებლის სურვილებზე მორგებულ CASINO GUDAURI-ში გართობა და დროის სასიამოვნოდ გატარება საბაგირო გზების დაკეტვის შემდეგ იქნება შესაძლებელი. . სამორინე საღამოს 6 საათზე გაიხსნება და დილის 4 საათამდე უმასპინძლებს დამსვენებლებს", - აღნიშნავს გამოცემა . 

აღსანიშნავია, რომ კანადური კომპანია Ecosign-ის მიერ შექმნილი, გუდაურის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, დეველოპერი 5 წლის განმავლობაში 50 ჰექტარზე 26 ახალი შენობას ააშენებს, რომელთა შორის იქნება 2,3,4,5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, აპარტ-ოტელები, საკუთარი სახლები და კოტეჯები. Red-co New Gudauri Resort Residences & Spa-ს განვითარებაში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.

2018-2019 წლების განმავლობაში გუდაურში პირველი 5-ვარსკვლავიანი გლობალური ბრენდის სასტუმრო Radisson Blu Gudauri აშენდება, 160 ოთახით, რამდენიმე რესტორნით, სპა-კომპლექსით, შიდა და გარე საცურაო აუზებით. სასტუმროს მშენებლობაში დეველოპერი  დაახლოებით 20 მილიონი დოლარს დახარჯავს. რაც შეეხება სხვა მსოფლიო ბრენდებს, Red-co-ს უკვე აქვს წინასწარი თანხმობა Starwood Hotels and Resorts-ის, Sheraton-ისა და Four Points by Sheraton-ისგან გუდაურში ახალი სასტუმროების გახსნაზე.

Property Georgia

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები