ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თელიანი ველი ლუდის ბიზნესში წარმატებით შესვლაზე აცხადებს
21 სექტემბერი, 2017, 15:52
თელიანი ველი ლუდის ბიზნესში წარმატებით შესვლაზე აცხადებს

თბილისი (GBC) - „თელიანი ველი“  ლუდის ბიზნესში წარმატებით შესვლაზე აცხადებს.

კომპანიის შვილობილი „გლობალ ბიერ ჯორჯია“ ბაზარზე ზაფხულში შევიდა, ახალი  მეინსტრიმ ლუდი „აისი“ წარადგინა და როგორც კომპანია აცხადებს გაყიდვების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 

„თელიანი ველის“ და მისი შვილობილი კომპანიების რეალიზაცია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7 მილიონით გაიზარდა, 11.8 მილიონიდან  19 მილიონ ლარამდე. 2016 წელს  სრული წლის რეალიზაციის მაჩვენებელი  29.79 მილიონი ლარი იყო. 

"შემოსავლების 47% ზრდა შესადარის პერიოდებში უმეტესწილად გამოწვეული არის ღვინის ექპორტის ზრდით, ქართული ლუდი „აისის“ რეალიზაციით და სადისტრიბუციო ბრენდების პორტფელის გაფართოებით", - აცხადებენ კომპანიაში.

საერთო ჯამში 6 თვის მონაცემებით ჯგუფი ზარალზეა - 2,804 მლნ ლარით, როდესაც  შარშან ამავე პერიოდში წმინდა მოგებამ 821 ათასი ლარი შეადგინა.

"აღნიშნული 2017 წლის ზარალი გამოწვეული არის მხოლოდ „გლობალ ბიერ ჯორჯიას“ გამო, რომელმაც მატერიალური მარკეტინგული და სადისტრიბუციო ხარჯები გაწია, 2017 წლის ივნისში ქართული ლუდის ბაზარზე ეფექტურად შესასვლელად"- განმარტავს მენეჯმენტი.

აღსანიშნავია, რომ „გლობალ ბიერ ჯორჯია“ ჯგუფში შემავალი ახალი კომპანიაა, რომელიც  2015 წლიდან „ჰაინეკენი®“-ს ლიცენზირებული პარტნიორია. ლუდსახარში მიზნად ისახავს ქართული და  „ჰაინეკენი®“-ს  საერთაშორისო ლუდის ბრენდების ლიცენზირებულ წარმოებას, რომლებიც როგორც  ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებს მოამარაგებს. 

„თელიანი ველის“ შვილობილი კომპანიები არის: „თელიანი თრეიდინგი“, „თელიანი თრეიდინგი - უკრაინა“, და „გლობალ ბიერ ჯორჯია“.  ასევე ჯგუფში შედის „ლე კავკასი“ და „კუპა“, რომელთაც 2009 წლიდან აქტიური ოპერაციები არ ჰქონია.

კომპანია „თელიანი ველი“ თავის პროდუქციას 12-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის, მათგან ყველაზე ფართო გასაღების ბაზარს უკრაინა, ჩინეთი და პოლონეთი წარმოადგენენ. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, აქ „თელიანი ველის“ ბოთლის ღვინოების გაყიდვებს ლიდერის პოზიცია უკავია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები