ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
1926 წელს ჰენრი ფორდმა ქარხანაში 8 საათიანი სამუშაო დღე დააწესა- ეს დღე ისტორიაში
25 სექტემბერი, 2017, 10:02
1926 წელს ჰენრი ფორდმა ქარხანაში 8 საათიანი სამუშაო დღე დააწესა- ეს დღე ისტორიაში

თბილისი (GBC) - 25 სექტემბერს 91 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰენრი ფორდმა თავის ავტომწარმოებელ ქარხანაში თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკი შეამსუბუქა და 8 საათიანი სამუშაო დღე შემოიღო. მათ ასევე კვირაში მხოლოდ 5 დღე უნდა ემუშავათ და 2 დაესვენათ.

მაშინ ინდუსტრიული რევოლუციისას, ქარხნები 24 საათიანი რეჟიმით მუშაობდნენ და თითოეული თანამშრომელი ქარხანაში 10-16 საათს ატარებდა,  ჰენრი ფორდმა ეს დრო შეამცირა,  თანაც ისე, რომ დასაქმებულებს ანაზღაურებაც შეუნარჩუნა.

"მზარდი ბაზრის პირობებში, სასიცოცხლოდ აუცილებელია დასაქმებულებისთვის თავისუფალი დროის მიცემა, რომელსაც ისინი დახარჯავენ საქონლის ან მომსახურების შესაძენად, ეს ეხება ვტომობილებსაც", - ასე ახსნა ბიზნესმენმა გადაწყვეტილება World’s Work-თან ინტერვიუს დრო.  

ამ დღეს კიდევ არაერთი მოვლენა მოხდა, რომელიც რადიო „თანამგზავრმა“ გაიხსენა:

1818 : ინგლისელმა ექიმმა ჯეიმზ ბლანდელმა ჩაატარა მსოფლოში პირველად ადამიანისგან ადამიანისთვის სისხლის გადასხმის ოპერაცია.

1892 : თბილისის გაზეთში „კავკაზ“ გამოქვეყნდა მაქსიმ გორკის პირველი მოთხრობა მაკარ ჩუდრა.

1926 : ჰენრი ფორდმა 8 საათიანი სამუშაო დღე და ხუთდღიანი სამუშაო კვირა დააწეს თავის ქარხანაში.

1932 : ესპანურმა კატალონიამ  ავტონომია მიიღო, მას უფლება ჰქონდა ჰქონოდა საკუთარი დროშა, სახელმწიფო ენა და ჰყოლოდა პარლამენტი.

1974 : ჟურნალ საინსში პირველად გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ აეროზოლი ხელს უწყობს დედამიწის ოზონური შრის შემცირებას.

1995 : ისრაელის პრემიერმა იცხაკ რაბინმა და პალესტინის ავტონომიის მეთაურმა იასირ არაფატმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს გაფართოვებულ ხელშეკრულებას პალესტინის ავტონომიის შექმნის შესახებ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები