ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თეგეტა მოტორსმა ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი 2017 წარადგინა
25 სექტემბერი, 2017, 11:54
თეგეტა მოტორსმა ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი 2017 წარადგინა

თბილისი (GBC) - რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა საქართველოში ყველაზე მასშტაბურ და საინტერესო ავტორბოლას უმასპინძლა.

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ ავტორბოლაში  “Bridgestone Black Sea Cup-2017” „თეგეტა მოტორსმა“ და „ბრიჯსთოუნმა“ წარადგინეს, გენერალური სპონსორი  „მოტული“ იყო.

წელს „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ მეთორმეტე წრიული რბოლა გაიმართა, რომელშიც ავტომობილების 3-მა სხვადასხვა კლასმა მიიღო მონაწილეობა: ფორმულა ალფა, ლეგენდა ქარს და კომპაქტ კლასი. შეჯიბრი გაიმართა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის სპორტული რეგულაციის მიხედვით და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით.    

გამარჯვებულები გახდნენ: ფორმულა ალფა - სანდრო თავართქილაძე; ლეგენდა ქარს - შოთა აფხაზავა და კომპაქტ კლასი - ვასილ ჭონიშვილი.

„ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი 2017“-ის საპრიზო ფონდი შეადგენდა 12 000 ლარს, რომელიც გადანაწილდა სამივე კლასში, გამარჯვებულ მრბოლელებს შორის. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ მხარდაჭერით.

აღსანიშნავია რომ წლევანდელი „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი“ საკმაოდ დაძაბული და მეტად სანახაობრივი იყო, დიდი მადლობას გადავუხდი ჩვენს პარტნიორებს სტუმრობისთვის და მხარდაჭერისათვის - იაპონურ ბრენდს „ბრიჯსთოუნს“, ფრანგულ ბრენდს საავტომობილო ზეთების კუთხით - „მოტულს“, „შინაგან საქმეთა სამინისტროს“, რომლებიც ამ ღონისძიების უცვლელი მხარდამჭერები და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს „ - განაცხადა „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორმა დავით გოგინაშვილმა.

შეგახსენებთ, „თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.

„თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები