| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – Bosch-ის პრეზიდენტი (ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, ბელარუსში, რუსეთსა და უკრაინაში) სასაქონლო ბაზრების რეიტინგში საქართველოს ლიდერობაზე აცხადებს.
ჰანსიურგენ ოვერშტოლცი თბილისში ყოველწლიურ შეკრებაზე ჩამოვიდა, 2016 წელი შეაფასა და 2017 წლის მოლოდინებზე ისაუბრა. თქვა, რომ 5 წლის წინ საქართველოზე გაკეთებულმა ფსონმა გაამართლა, არჩევანი სწორი იყო და იმ ქვეყნების ნუსხაშია, სადაც კომპანია საქმიანობას აფართოებს.
საქართველოში 2016 წლის გაყიდვების ზრდა 3-ჯერ აღემატება მთლიანს (+3.6%; €73.მლრდ). არასრული 2017 წლის სტატისტიკით + 10%-ია და კომპანია წლის დასრულებას 2-ნიშნა მაჩვენებლით ვარაუდობს.
Bosch Power Tools Caucasus -ის დირექტორი დავიდ ოკერი აცხადებს, რომ პოზიტიურ ტრენდში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თბილისში (აეროპორტის ტერიტორიაზე) მასშტაბური სასაწყობე მეურნეობის აშენებამ, რის ხარჯზეც წლის განმავლობაში დისტრიბუციის 5-ჯერ გაზრდა გახდა შესაძლებელი - 2016 წელს იყო 15 მლნ ევროს გაყიდვები, 2017 წელს მიაღწევს 17 მლნ ევროს.
მისივე ინფორმაციით, ზრდა ძირითადად, ელექტროხელსაწყოების გაყიდვების ხარჯზეა.
Bosch-ი საქართველოში 2012 წლიდან არის წარმოდგენილი. რეგიონალური წარმომადგენლობა აზერბაიჯანსა და სომხეთში კომპანიის საქმიანობასაც უწევს კოორდინაციას.
გასამმაგებული ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში ქარხნის აშენება არ განიხილება. ჰანსიუნგერ ოვერშტოლცის თქმით, კომპანია სტანდარტს და ტრადიციებს არ არღვევს, რომლის თანახმად ქარხნის გეოგრაფია გაყიდვების 50%-იან პროპორციაში უნდა იყოს.
Bosch-ი „არ სდევს ჟამთა ცვლას“ , 75 წლის წინ გარდაცვლილი რობერტ ბოში უფროსის ნაანდერძევს არ გადაუხვევს, რაც რობერტ უმცროსმა განახორციელა და რაც სხვების წილობრივი მონაწილეობით პარტნიორობას გამორიცხავს.
1886 წელს, Robert Bosch GmbH - ის მიერ შტუდგარტში დაარსებული კომპანია დღეს უმსხვილესია მსოფლიოში. 2016 წელის კომპანიამ 4.3 მლნ ევროს მოგებით დაასრულა (+5.8%Y.Y).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss