| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - BGEO Group -ი ინვესტორთა დღისთვის ემზადება.
ქვეყნის წამყვანი ბიზნესჯგუფი 9 ნოემბერს, თბილისში, ინვესტორებს და ანალიტიკოსებს შეკრებს.
ღონისძიებაზე კომპანიის TOP -მენეჯმენტი ჯგუფის შედეგებს, ქვეყნის მაკროეკონომიკურ მიმოხილვას, საბანკო და საინვესტიციო მიმართულებით სტრატეგიას წარადგენს. ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ სადაზღვევეო და ალკოჰოლური ბიზნესის მიღწევებს და გეგმებსაც გაეცნონ.
10 ნოემბერს ყოველწლიურ ინვესტორთა დღეს გამართავს BGEO-ს შვილობილი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“.
აღსანიშნავია, რომ წელს BGEO Group-ს დიდი გეგმები აქვს. ჯგუფი საბანკო და საინვესტიციო მიმართულებად გაიყოფა და დამოუკიდებლად განვითარდება.
გაყოფის შემდეგ ჯგუფი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3 კომპანიად იქნება წარმოდგენილი. მომავალში დაგეგმილია კომუნალური და ენერგეტიკული ბიზნეს მიმართულების GGU-ს IPO-ც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss