| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჯენტლმენის ლუდს, რომელმაც ინდუსტრიაში გადატრიალება მოახდინა 153 წლიან ისტორია აქვს.
კომპანიის ჩამოყალიბების თარიღად 1864 წელია მიჩნეული, როდესაც მწარმოებელმა - ჟერარ ანდრია ჰაინეკენმა ლუდსახარშის ყიდვა გადაწყვიტა და ლუდის წარმოება დაიწყო.
153 წლის განმავლობაში ჰაინეკენების სამი თაობა აშენებდა და აფართოებდა კომპანიას, ავითარებდა საკუთარ ბრენდს ევროპისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ ჟერარ, ჰენრი და ალფრედ ჰაინეკენების წყალობითაა ლუდი Heineken მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი. დღეს მას სათავეში უდგას შარლინ დე კარვალიუ-ჰაინეკენი - პირველი ქალი, ვისაც ეს პატივი ერგო.
ცოტაოდენი რამ ამ ბრენდული ლუდის წარმოშობის შესახებ:
1863 წელს, როდესაც ჰოლანდიაში საშინელი ლოთობა იყო გავრცელებული და ადგილობრივები ძირითადად ჯინს ეტანებოდნენ, ჟერარმა დაარწმუნა თავისი მდიდარი დედა, ეყიდა მისთვის ლუდსახარში, სადაც მოიხარშებოდა საუკეთესო ლუდი, ამით კი, მისი აზრით. ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული პრობლემები მნიშვნელოვნად შემცირდებოდა. იმ დროისთვის ჰოლანდიაში ძალიან ცუდი ხარისხის ლუდი იწარმოებოდა, ამიტომ ჟერარმა გადაწყვიტა, თავად მოეხარშა საუკეთესო ხარისხის სასმელი. 22 წლის ჟერარი სათავეში ჩაუდგა ერთ-ერთ უძველეს ლუდსახარშ ქარხანას და ასე გაჩნდა ბრენდი, სახელად ჰაინეკენი.
ჰაინეკენის დამზადების ტექნოლოგიად ჟერარმა მაღალი დადუღების მეთოდი აარჩია, რომლის წყალობით ლუდი უფრო ღია ფერის და სუფთა გამოვიდა და რომელიც, ამასთანავე უფრო დიდხანს ინახებოდა. მაღალი ხარისხის ახალ ლუდს „ჯენტლმენის ლუდი“ ეწოდა, ნაცვლად მანამდე დამკვიდრებული „მუშის ლუდისა“. სიახლემ გაყიდვების მოცულობაც გაზარდა და შესაბამისად, წარმოების მოცულობის გაზრდა მოითხოვა. 1870 წელს კი საფრანგეთი-პრუსიის ომის დროს, როდესაც ბავარიული ლუდის იმპორტი აიკრძალა, ჰაინეკენის გაყიდვებმა არნახულ მასშტაბს მიაღწია. 1875 წელს ჰაინეკენმა პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე პირველი ოქროს ჯილდო დაიმსახურა.
1879 წელს ჟერარ ჰაინეკენი ლუი პატერის მოწაფეს, ექიმ ელიონს ქირაობს და მას საფუარის შემუშავებას ავალებს. 13 წლის განმავლობაში ელიონი იძიებდა და იკვლევდა საფუარის სხვადასხვა სახეობებს ჰაინეკენისთვის და ბოლოს, 1886 წელს მან მიიღო ის სახეობა, რომელიც დღესაც, 21-ე საუკუნეში არა მხოლოდ ჰოლანდიაში, არამედ ყველა იმ ლუდსახარშ ქარხანაში გამოიყენება, რომელსაც ეს კომპანია ფლობს. საფუარი, სახელწოდებით ჰაინეკენ A - ერთადერთი ინგრედიენტია, რომლის ყიდვის და წარმოების უფლება სხვა მწარმოებელს არ აქვს.
Heineken -ის ლოგო 1883 წლიდან არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო ოდნავ იცვლებოდა, მთავარი - მწვანე ფერი და 5 ქიმიანი წითელი ვარსკვლავი ყოველთვის უცვლელ შემადგენელ ნაწილებად რჩებოდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ 1951 წელი, როდესაც პოლიტიკური მოტივების გამო ვარსკვლავი გააუფერულეს , რათა კომუნისტურ რეჟიმთან ასოცირება არ მომხდარიყო. 1991 წლიდან კი ის ისევ წითელი ფერით შეიცვალა.
დღესდღეობით ჰაინეკენი მსოფლიოს 170 ქვეყანაში იყიდება. მისი ასორტიმენტი ფართოა და ყველა გემოვნების მომხმარებელს აკმაყოფილებს.
მომავალი წლიდან Heineken® -ის ჩამოსხმა საქართველოშიც დაიწყება.
ლუდის ბრენდებს შორის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდის საწარმოებლად „თელიანი ველმა“ ლუდსახარში გახსნა, მნიშნველოვანი ინვესტიციაც ჩადო და მალე საქართველოში მოხარშული Heineken®, Amstel-ი და Krusovice არა მხოლოდ საქართველოში გაიყიდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss