ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
60 წლის წინ, სპუტნიკ 1 კოსმოსში გაუშვეს - ეს დღე ისტორიაში
4 ოქტომბერი, 2017, 09:58
60 წლის წინ, სპუტნიკ 1 კოსმოსში გაუშვეს - ეს დღე ისტორიაში

თბილისი (GBC) – 4 ოქტომბერი კაცობრიობის კოსმოსური ერის დასაწყისად ითვლება.

1957 წელს საბჭოთა კავშირმა კოსმოსში გაუშვა კაცობრიობის ისტორიაში დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი "სპუტნიკ-1" , რომელმაც თავისი არსებობის განმავლობაში დაახლოებით 1400-ჯერ შემოუარა დედამიწას.

მისი გაშვება დიდი მოულოდნელობა იყო დასავლეთისათვის, რომელიც იქამდე სერიოზულად არ აღიქვამდა სსრკ-ს, როგორც მეტოქეს რაკეტმშენებლობაში.

გარეგნულად "სპუტნიკ-1" გამოიყურებოდა როგორც გაპრიალებული სფერო ოთხი ანტენით. თანამგზავრს ჰქონდა ორი რადიოგადამცემი (გამოცემული რადიოტალღების სიხშირე იყო 20 და 40 მჰც). რადიოსიგნალები რომლებსაც თანამგზავრი გამოსცემდა გამოიყენებოდა იმისათვის რომ შეეგროვებინათ ინფორმაცია იონოსფეროში ელექტრონების რაოდენობის შესახებ.

თანამგზავრმა იარსება 1958 წლის 4 იანვრამდე. მასთან ერთად ორბიტაზე გავიდა რაკეტა-მატარებლის რ-7 ზედა საფეხურიც რომელიც ღამღამობით ჩანდა როგორც პირველი ვარსკვლავიერი სიდიდის ობიექტი

4 ოქტომბერი კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით შევიდა ისტორიაში, რომელიც რადიო „თანამგზავრმა“ გაიხსენა:

1537 : პირველი სრული ინგლისურენოვანი ბიბლია (მათეს სახარება) დაიბეჭდა უილიამ თინდეილისა და მაილს კოვერდეილის თარგმანით.

1582 : რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ შემოიღო გრიგორიანული კალენდარი. იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში ამ წლის 4 ოქტომბერს უშუალოდ მოჰყვა 15 ოქტომბერი.

1824 : მექსიკა ახალ კონსტიტუციას იღებს და რესპუბლიკად გამოცხადდა.

1830 : ნიდერლანდისგან გამოყოფის შემდეგ ბელგიის სახელმწიფო შეიქმნა.

1910 : მანუელ II, პორტუგალიის ბოლო მეფე, ლისაბონში რევოლუციის დაწყების გამო ბრიტანეთში გარბის. პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა გამოცხადდა მომდევნო დღეს.

1957 : პირველი ხელოვნური თანამგზავრი სპუტნიკ 1 გაშვებულია ორბიტაზე – კოსმოსური ერის დასაწყისი.

1959: კოსმოსურმა აპარატმა ლუნა-3 -მა გადაიღო მთვარის უკანა მხარე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები