ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
KTW - მ ქედაში საფირმო მაღაზია გახსნა
4 ოქტომბერი, 2017, 11:13
KTW - მ ქედაში საფირმო მაღაზია გახსნა

თბილისი (GBC) - ქედაში, ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და ტურისტულ მარშრუტთან - თამარის ხიდთან,  KTW ჯგუფის საფირმო მაღაზია „აჭარის ველი“ გაიხსნა.

კომპანიის ცნობით, ქედის ღვინის ქარხნისა და KTW ჯგუფის პროდუქცია ტურისტებისათვის მიმზიდველ გარემოში იქნება წარმოდგენილი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის მაღაზიის მნიშვნელობაზე აღნიშნა, რადგანაც,  მაღალმთიან აჭარაში ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მიმართულება ქედის მუნიციპალიტეტია, სადაც ტურისტები მახუნცეთის ჩანჩქერის, თამარ მეფის თაღოვანი ხიდისა და ღვინის მარნების სანახავად დადიან.

"საფირმო მაღაზია „აჭარის ველი“ - ეს იქნება ერთ სივრცეში წარმოდგენილი ქართული პროდუქცია, სადაც მოსულ ტურისტს საშუალება მიეცემა ერთის მხრივ გაეცნოს 8000 წლოვანი ღვინის წარმოების ისტორიას, მეორე მხრივ დააგემოვნოს და ადგილზე შეიძინოს იგი", - აცხადებს  „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე. 

KTW ღვინისა და ბრენდის მწარმოებელი ერთ-ერთი დიდი კომპანიაა საქართველოში. ქედაში კომპანია უნიკალური ვაზის ჯიშის ღვინოს „ჩხავერს“ აწარმოებს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები