| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 12 ოქტომბერს ესპანური ენის საერთაშორისო დღეა, ბრაზილიაში - ბავშვების დღეს აღნიშნავენ, გვინეაში კი, დამოუკიდებლობას ზეიმობენ.
ამ დღეს კიდევ არაერთი მოვლენა მოხდა, რომელიც რადიო „თანამგზავრმა“ გაიხსენა:
1492: ქრისტეფორე კოლუმბმა კუნძული სან-სალვადორი აღმოაჩინა, ეს თარიღი ოფიციალურად ითვლება ამერიკის აღმოჩენის დღედ.
1810: მიუნჰენში პირველი ოქტობერფესტი გაიმართა, ამ დღეს ქალაქის მთელი მოსახლეობა კრონპრინც ლუდვიგის და პრინცესა ტერეზა საქსენ-გილდ ბურგ ჰაუზენის ქორწილში დაპატიჟეს.
1901: თეოდორ რუზველტმა ოფიციალურად მიანიჭა პრეზიდენტის სასახლეს სახელი, თეთრი სახლი.
1960: ინციდენტი მოხდა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ნიკიტა ხრუშჩოვმა ფეხსაცმელი გაიხადა და მაგიდეზე რამოდენიმეჯერ დაარტყმით გამოხატა პროტესტი საბჭოთა კავშირის კრიტიკის გამო.
1971: ბროდვეიზე მიუზიკლ „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“-ის პრემიერა გაიმართა.
1999 : დედამიწის მოსახლეობამ 6 მილიარდს მიაღწია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss