| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) ქართულ შვილობილ "სოკარ ენერჯი ჯორჯიაში" წილი ისევ გაზარდა.
აქციონერთა გადაწყვეტილებით, ქართული კომპანიის კაპიტალი გაორმაგდა, 200 მლნ დოლარამდე, რამაც მისი მეწილეებისგან კაპიტალში დამატებითი შენატანის განხორციელება განაპირობა. თუმცა კაპიტალის ზრდის პროპორციულად წილის შევსებაზე კომპანიის ერთ-ერთმა აქციონერმა, არაბულმა Intersun Holding FZCO უარი თქვა და შესაბამისად, მისი წილი 16.33%-დან 8.165%-მდე შემცირდა.
წილის გაზრდის სურვილი გამოთქვა SOCAR-მა, რომელმაც წილი 67.34% -დან 75.5%-მდე გაიზარდა.
კაპიტალის ზრდის გამო SOCAR -ის ინექცია ჯამში 83.67 მილიონია, აქედან 16.33 მლნ "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" სესხიდან გაიქვითა, EVENTUS GENERAL TRADING FZE- მა 16.33 მლნ უნდა შეიტანოს კომპანიაში.
შეგახსენებთ, ზაფხულში აზერბაიჯანულმა SOCAR-მა პარტნიორებისგან კაპიტალის 16.34% შეიძინა (8.17%-8.17%), რაც 34 მლნ დოლარი დაუჯდა. შედეგად, აზერბაიჯანული კომპანიის წილი 51%-დან 67.34%-მდე გაიზარდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss