| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Colgate ყველასთვის კბილის პასტასთან ასოცირდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანია არაერთი დასახელების პროდუქტს უშვებს - შამპუნებს, ფხვნილებს, დეზოდორანტებს და ცხოველების საკვებსაც კი. მისი წმინდა მოგება კვარტალში 600 მლნ დოლარს აჭარბებს.
Colgate ორ საუკენეზე მეტი ხნისაა. 1806 წელს ახალგაზრდა უილიან კოლგეიტმა და მისმა პარტნიორმა ფრესის სმიტმა ნიუ იორკის ერთ ქუჩაზე პატარა მაღაზია გახსნეს და სახამებლით, საპნითა და სანთლით ვაჭრობა დაიწყეს. ფირმას „კოლგეიტ ენდ სმიტი“ დაერქვა. პარტნიორის გამოცვლის შემდეგ სახელწოდება უილიამ კოლგეიტ კომპანით შეიცვალა.
1817 წელს ახალმა კომპანიონებმა საქმეები ისე მოაწესრიგეს, რომ ნიუ ჯერსიში სახამებლისა და საპნის მწარმოებელი საკუთარი ქარხანა გახსნეს.
1850 წელს ამერიკელმა დანტისტმა, შეფილდმა მსოფლიოში პირველი კბილის პასტის შემუშავება დაიწყო. სწორედ ამ ინოვაციამ განაპირობა კომპანიის შემდგომი განვითარების ხაზი, თუმცა კბილის პასტის შექმნის იდეა რეალობად მხოლოდ 1873 წელს იქცა, ამ ამბავს კი უილიამ კოლგეიტი ვეღარ მოესწრო - ის 1857 წელს გარდაიცვალა. მომდევნო წლები ფირმამ ასორტიმენტის გაფართოებას დაუთმო - აქტიურად იყიდებოდა სუნამო, ესენცია, საპონი. შეფილდის მიერ შემუშავებული კბილის მოვლის საშუალება პერსპექტიულად გამოიყურებოდა, რადგან მანამდე არსებული კბილის ფხვნილები მინანქარს შლიდა და გამოსაყენებლად მოუხერხებელი იყო. იმ დროისთვის კბილის ფხვნილები პატარა ქილებით იყიდებოდა, რომელიც მალე პატარა ტუბებით შეიცვალა. პირველად ასეთი ტუბი ამერიკელმა მხატვარმა, ჯონ რენდმა გამოიგონა და საღებავების ასეთი სახით შენახვა დაიწყო. Colgate დრო არ დაკარგა და ეს გამოგონება თავისი საჭიროებისთვის სასწრაფოდ დააპატენტა.
თავის 100 წლიან იუბილეს კომპანია პოპულარობის პიკში შეხვდა. წარმოებული კბილის პასტების, საპნის და სუნამოს რაოდენობა დახლებისა და თაროების შესავსებად საკმარისზე მეტი აღმოჩნდა.
წარმატება მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდა. 1927 წელს Colgate შეუერთდა პალმოლივს, რომელიც იმ დროს საპნის წარმოებით იყო ცნობილი. ამ გაერთიანებამ პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გაიყვანა, პირველი წარმომადგენლობა საფრანგეთში გაჩნდა, შემდეგ კი ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, მექსიკა, ბრაზილია და სამხრეთი აფრიკაც მოიცვა. 50-იანი წლები კბილის პასტის სამკურნალო-პროფილაქტიკური თვისებების გაუმჯობესებას დაეთმო, ხოლო 70-იან წლებში გაერთიანებულმა კომპანიამ ცხოველების საკვების წარმოებაც დაიწყო.
გასული საუკუნის 90-იანი წლები კომპანიის აქტიური გაფართოების წლებია, როდესაც ის სულ უფრო მეტ სავაჭრო მარკას იძენს, პროდუქცია უკვე ჩინეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში გადის.
დღეს კოლგეიტ-პალმოლივის კომპანია ტრანსკონტინენტალური 13 მილიარდიანი კორპორაციაა, რომლის მიერ წარმოებული პროდუქცია ადამიანისთვის აუცილებელ მრავალ სფეროს მოიცავს.
ასეთი სწრაფი განვითარების მიზეზი უბრალოა - კომპანია ნამდვილად ხარისხიან პროდუქციას აწარმოებს, მაგალითად, კოლგეიტ ტოტალი მოწონებულია ამერიკის ჯანდაცვისა და კვების ასოციაციის ადმინისტრაციის მიერ, როგორც ქმედითი საშუალება კარიესის წინააღმდეგ. გარდა ამისა, კოლგეიტმა მსოფლიოს 30 ქვეყნის დამოუკიდებელი სტომატოლოგიური ასოციაციის მიერ შესაბამისობის ნიშანი დაიმსახურა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss