| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 19 ოქტომბერი ისტორიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით შევიდა, რომელიც რადიო „თანამგზავრმა“ გაიხსენა, მათ შორისაა 30 წლის წინ, ნიუ-იორკის ბირჟაზე დოუ-ჯონსის ინდექსის რეკორდული ვარდნა.
ამ ტალღამ მაშინ არა მხოლოდ აშშ, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც დააზარალა. მაგალითად, ავსტრალიის საფონდო ბაზარმა იმ წლის ოქტომბერი 41.8%-იანი ვარდნით დაასრულა, კანადის ბირჟა 22.5% -ით დაეცა, ჰონგკონგის 45.8%-ით , ლონდონის ბირჟაზე ვარდნამ 26% გადააჭარბა.
ყველაზე საოცარი ამ მოვლენაში ის იყო, რომ ვარდნის გამომწვევი მიზეზი უცნობია. იმ დღეს არ მომხდარა არავითარი მნიშვნელოვანი მოვლენა და არ გავრცელებულა მნიშვნელოვანი ინფორმაცია - ინდექსის ჩამოშლის ხელშესახები მიზეზი არ არსებობდა. ამასთან ამ მოვლენამ ეჭვქვეშ დააყენა ძალიან ბევრი ფაქტი, რომელიც თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებას ედო საფუძვლად...
რაც შეეხება სხვა მოვლენებს...
1469 : ფერდინანდ II არაგონელი ირთავს იზაბელა კასტილიელს, რამაც შესაძლებელი გახადა არაგონისა და კასტილიის გაერთიანება ერთ ქვეყანად - ესპანეთად.
1860 : ფლორენციაში დაარსდა შიდა წვის ძრავების მწარმოებელი პირველი კომპანია.
1873 : იელის, პრინსტონის, კოლუმბიისა და რატგერსის უნივერსიტეტებმა შექმნეს ამერიკული ფეხბურთის წესების პირველ კოდექსს.
1921 : ლისაბონში სამხედრო გადატრიალებისას მოკლეს პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი და სხვა პოლიტიკოსები.
1935 : ერთა ლიგამ იტალიას ეკონომიკურ სანქციები დაუწესა ეთიოპიაში შეჭრის გამო.
1960 : აშშ-ის მთავრობა კომუნისტურ კუბას ემბარგოს უცხადებს.
1987 : შავი ორშაბათი - დოუ ჯონსის ინდუსტრიული ინდექსი 22,6%-ით დაეცა, რამაც მსოფლიოს სხვა ბირჟებზე კატასტროფული ვარდნები გამოიწვია.
2000: ნიუ-იორკში მადამ ტუსოს ცნობილი გალერეას ფილიალი გაიხსნა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss