ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საკვების მიტანის კომპანია Menu Group -მა 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
19 ოქტომბერი, 2017, 10:57
საკვების მიტანის კომპანია Menu Group -მა 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

თბილისი (GBC) - საქართველოში საკვების მიტანის კომპანია Menu Group -მა 3 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვაზე განაცხადა.

კომპანიის ცნობით, თანხა რეგიონალური გაფართოებაზე იქნება მიმართული.

მთავარ ინვესტორებს შორის არიან: ამერიკული ფონდი Perea Capital Partners, Hayastan 1 და SOLventures. SOLventures-ის ერთ-ერთი მმართველია ლევონ ოგანესიანი - Delivery Club-ის დამფუძნებელი, რომელიც Mail.ru Group-მა 2016 წელს 100 მლნ დოლარად შეიძინა. 

დღეისათვის Menu Group UK Ltd რესტორნებიდან საკვების მიტანის ლიდერია სომხეთში, საქართველოსა და ბელორუსიაში.

 5 წლიანი მოღვაწეობის შედეგად კომპანიის წლიური შეკვეთების რაოდენობა 1 მილიონს აღემატება. ამ დროისთვის კომპანიას შეკვეთების რაოდენობის მიხედვით ყოფილ დსთ-ს ქვეყნებს შორის მეორე ადგილი უჭირავს.  2017 წლის მონაცემებით კომპანიის მოგება 3 მილიონ დოლარზე მეტი იქნება. 

მენეჯმენტის განმარტებით, Menu Group გეგმავს გამოიყენოს მოზიდული ფინანსები IT-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, კლიენტებთან ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ხარისხის ამაღლებაზე, ასევე მარკეტინგული აქტიურობის გაძლიერებაზე. კომპანია აპირებს ოპერაციების გაფართოვებას და მაღალშემოსავლიანი კაპიტალის შეთავაზებას ახალი ბაზრებისთვის.

„2012 წელს ჩვენმა გუნდმა შექმნა მზა საჭმლის მიტანის სერვისი სომხეთში - Menu.am. ეს შთაგონებული იყო რუსული პროექტით Delivery Club - ამბობს Menu Group-ის დამფუძნებელი, ვაჰან კერობიანი- დღეს ჩვენ ვაშენებთ გლობალურ კომპანიას. ეს ინვესტიცია მოგვცემს შესაძლებლობას დავაჩქაროთ ჩვენი ზრდის ტემპი, გავიდეთ მართვისა და ცოდნის ახალ დონეებზე, ასევე მოგვცემს შესაძლებლობას ვიყოთ უფრო მცოდნეები და სწრაფები, რაც თავის მხრივ დაგვეხმარება ვიზრუნოთ ჩვენს კლიენტებზე, პარტნიორ რესტორნებზე, თავგადადებულ კურიერებსა და ყველა სხვა თანამშრომელზე, ვინც ორიენტირებულია მაღალი დონის სერვისის შექმნაზე. მე ვამაყობ რომ ჩვენს გუნდს შეუერთდნენ განსაკუთრებული ინვესტორები, რომლებიც იზიარებენ იმ ღირებულებებს, რასაც კომპანიის დამფუძნებლები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ შევქმნათ ისტორია და მივუტანოთ ბედნიერება მილიონ ადამიანს.“ 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები