| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Zara მილიარდერი ამანსიო ორტეგას inditex Group-ის კაშკაშა ბრენდია. ბრენდი, რომელიც იმდენად პოპულარულია, რომ როგორც ორტეგა ამბობს, „რეკლამას არ საჭიროებს" და რეალიზაციის კარგი მაჩვენებლისთვის Zara -ს საფირმო მაღაზიის ვიტრინებიც საკმარისია“.
მოდური მარკა, მამაკაცის, ქალისა და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებსა და თეთრეულს აწარმოებს. მასთან ერთად ჯგუფშია „სტრადივარიუსი“, „ბერშკა“, „მასიმო დიუტი“ და "იშიო".
Zara-ს შექმნას რაიმე განსაკუთრებული მკვეთრი ისტორიები არ უდევს საფუძვლად. ის დიდი ფულზე და მისი დამფუძნებლის მდიდარ გამოცდილებაზე აღმოცენდა, რაც უკვე წარმატების საწინდარი გახდა.
თავად ორტეგა ღარიბულ ოჯახში იზრდებოდა და თავს ტანსაცმლის ვაჭრობით ირჩენდა. პირველი საფირმო მაღაზია 1975 წელს გაიხსნა. ორტეგას კომპანიისთვის „ზორბას“ დარქმევა სურდა - კინოფილმ „ბერძენი ზორბას“ პერსონაჟის პატივსაცემად, რომელსაც მისი საყვარელი მსახიობი, ენტონი ქუინი ანსახიერებდა. მაგრამ სახელის გამოყენებისთვის უფლება ვერ მოიპოვა. ამიტომ დასჯერდა Zara-ს , რომელმაც რამდენიმე წელიწადში მთელ ესპანეთში გაითქვა სახელი. 1985 წლისთვის მაღაზიების რაოდენობა უკვე 80-ს ითვლიდა, ხოლო 1988 წელს ბრენდის პირველი მაღაზია პორტუგალიაშიც გაიხსნა, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი სხვა ქვეყნები და აშშ-ც მოიცვა.
Zara-ს ტანსაცმლის განსაკუთრებულობა მისი დემოკრატიული ფასებია. ის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ბრენდებს მიეკუთვნება. მთავარი კრიტერიუმი კოლექციის შექმნის სისწრაფეა - ესკიზებიდან გაყიდვებამდე ეტაპი 2 კვირაა. თავად ორტეგა ასეთ მიდგომას „წამიერ მოდას“ უწოდებდა.
გადამწყვეტი როლი ითამაშა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტთან, ხოსე მარიუ კასტელანოსთან შეხვედრამ, რომლის მიერ შექმნილი ახალი კომპიუტერიზირებული სისტემის წყალობით დრო - დიზაინის შექმნიდან გაყიდვაში ჩაშვებამდე 10-15 დღემდე შემცირდა.
მთელი სამუშაო პროცესით ერთი დიზაინერის დატვირთვის ნაცვლად, მათ შექმნეს თავისი დიზაინერების შიდა ჯგუფი, რომელიც არსებული მოდური ტანსაცმლის ბაზაზე ახალ პროდუქტს ქმნიდა და ამავე დროს საკუთარ დიზაინსაც ხვეწდა. ჯგუფი მომენტალურად რეაგირებდა ახალი სამომხმარებლო ტენდენციების გამოჩენაზე და ამავე დროს, აკმაყოფილებდა თავისი კლიენტების მოთხოვნილებებს. ამ პოლიტიკამ კომპანია დაიცვა დაბრუნებული პროდუქტების წარმოებისა და შენახვით გამოწვეული რისკებისა და ფინანსური დანაკარგებისგან და თუკი რომელიმე პროდუქტი საკმარისად კარგად არ იყიდებოდა, მას გაყიდვებიდან საერთოდ ხსნიდნენ.
წლის განმავლობაში Zara-ს 10 000-ზე მეტი დიზაინი მუშავდება. ცნობილი მოდის სახლის LOUIS VUITTON დირექტორმა, დანიელ პიეტმა Zara აღწერა როგორც „მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური და საცალო გაყიდვების მხრივ გამანადგურებელი ქსელი“, ხოლო CNN- მა მას „ესპანეთის წარმატების ისტორიაა“ უწოდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss