| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 20 ოქტომბერს ავიადისპეჩერების და მზარეულების საერთაშორისო დღეა.
ამ დღეს კიდევ არაერთი მოვლენა მოხდა, რომელიც რადიო „თანამგზავრმა“ გაიხსენა:
1818 : აშშ-მა და ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს კონვენციას, რომელმაც სხვასთან ერთად აშშ-კანადის საზღვარი დააწესა 49-ე პარალელის გასწვრივ თითქმის მთელი კონტინენტის სიგრძეზე.
1827 : ბრიტანეთის, საფრანგეთისა და რუსეთის მოკავშირე საზღვაო ძალები თურქეთისა და ეგვიპტის ფლოტს ანადგურებენ ნავარინოს ბრძოლაში, ამ ფაქტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.
1911: დაიწყო რუალ ამუნდსენის ექსპედიცია სამხრეთ პოლუსისკენ.
1929: კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ქვეყანაში საყოველთაო კოლექტივიზაციის შესახებ განაცხადა.
1945 : საფრანგეთში, ქალებს პირველად მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
1968: აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი ჟაკლინ კენედი, ცოლად გაჰყვა ბერძენ ოლიგარქ არისტოტელ ონასისს.
1970 : საბჭოთა კავშირში სპორტლოტოს პირველი გათამაშება შედგა.
1973 : სიდნეის ოპერის თეატრი გაიხსნა.
1993: ჰოლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით აიკრძალა უცხოელი ტურისტებისთვის მარიჰუანის და ჰაშიშის მიყიდვა.
2002 : ეთერში პირველად გავიდა მსოფლიოში პოპულარული ინგლისური შოუ Top Gear.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss