ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ჩინეთში უმუშევრობის დონე ბოლო წლების მინიმუმზეა
22 ოქტომბერი, 2017, 21:33
ჩინეთში უმუშევრობის დონე ბოლო წლების მინიმუმზეა

თბილისი (GBC) - ჩინეთში უმუშევრობის დონე ბოლო წლების მინიმუმამდე შემცირდა.

Reuters-ის ცნობით, მოსახლეობით უდიდეს ქვეყანაში უმუშევრობის დონემ, 1 ოქტომბრისთვის, 3.95% შეადგინა.

ჩინეთის სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მონაცემებით, 9 თვეში ქვეყანაში თითქმის 11 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც 300 ათასით მეტია წინა წლის მონაცემზე. ამგვარად, ჩინეთის მთავრობამ სამუშაო ადგილების შექმნის გეგმა  შესრულებულად გამოაცხადა. 

შეგახსენებთ, მესამე კვარტალში  ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი, მცირედ, მაგრამ მაინც შენელდა-  ქვეყნის ეკონომიკა 6.8% გაიზარდა, წინა კვარტალში ზრდა 6.9% იყო. 

აღსანიშნავია, რომ წელს ჩინეთის მთავრობა მშპ-ს 6.5% ზრდას ვარაუდობს, რაც წინა წელთან შედარებით  უფრო დაბალი მაჩვენებელია. შარშან ჩინეთის მშპ 6.7% -ით იყო გაზრდილი. 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები