| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 23 ოქტომბერს არაერთი მოვლენა მოხდა, მათი ნაწილი რადიო “თანამგზავრმა” გაიხსენა.
2 საუკუნის წინ ინგლისში პირველი პლასტიკური ოპერაცია ჩატარდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამან დაუდო საფუძველი პლასტიკურ ქირურგიას. არსებობს უტყუარი ფაქტები, რომ მსოფლიოში პირველი პლასტიკური ქირურგიული ოპერაცია ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე ათასი წლის წინ ჩატარდა. თანამედროვე ეგვიპტელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ფარაონის მუმია, რომელსაც სიცოცხლეში მარცხენა ფეხზე დიდი თითის ნაცვლად მიკერებული ჰქონდა კანისა და ხისგან კონსტრუირებული პროთეზი.
პლასტიკური ქირურგიის მსგავსი ოპერაციები ქრისტეს შობამდე 1 საუკუნეში ძველ რომშიც კი კეთდებოდა. უძველესი და მწირი წყაროების თანახმად, რომაელები დაზიანებულ სახეს და ყურებს ქირურგიული ჩარევით ასწორებდნენ. თუმცა, როგორი მეთოდებით და ტექნიკით უცნობია. ასევე ცნობილია, რომ 18-ე საუკუნეში ინდოეთის ერთ-ერთ კოლონიაში ჩატარებულ იქნა ცხვირის ოპერაცია, შუბლის კანის ნაგლეჯის გადანერგვის საშუალებით. მსგავსი ოპერაცია ინგლისში 1814 წელს ჩაატარა ექიმმა ჯოზეფ კარპიუმ, რომელმაც ავადმყოფს 3 დღის თავზე, მართალია არა სრულყოფილი, მაგრამ ჯანსაღი ცხვირი დაუბრუნა. გამომდინარე იქედან, რომ იმ პერიოდში ტკივილ გამაყუჩებელი პრეპარატები ძალიან მცირე რაოდენობით იყო და მსგავსი ოპერაციებს ჯოჯოხეთურად საშინელი ტკივილები და მრავალი ინფექციები ახლდა თან, პლასტიკური ოპერაციები დროებით აკრძალეს, სანამ ხმარებაში შემოვიდოდა გამაყუჩებლები და ანტიბიოტიკები, რომელთა საშუალებით პლასტიკური ოპერაციები უმტკივნეულოდ და უსაფრთხოდ ტარდებოდა. სწორედ ამ პერიოდიდან, საფუძველი ჩაეყარა პლასტიკური ქირურგიის განვითარებას და სრულყოფას.
1814 : ინგლისში პირველი პლასტიკური ოპერაცია ჩატარდა.
1826 : ნიუ-იორკის თეატრის განათებისთვის პირველად გამოიყენეს გაზის ნათურები.
1946 : ნიუ-იორკში პირველად შეიკრიბა გაეროს გენერალური ასამბლეა.
1956 : უნგრეთში ანტისაბჭოთა აჯანყება დაიწყო.
1997 : მკვეთრად დაეცა არმოსავლეთ აზიის ქვეყნების უმეტესობის ვალუტების კურსი.
2000: ჩინელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 2000 წლის წინანდელი მუსიკალური საკრავების მუზეუმი.
2002: მოსკოვში თეატრალურ ცენტრში მიუზიკლ „ნორდ-ოსტ“-ის წარმოდგენისას ტერორისტებმა 800 მძევალი აიყვანეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss