| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 24 ოქტომბერი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღეა, ასევე აღინიშნება პოლიომელიტთან ბრძოლის დღე.
ამ დღეს გაყიდვაში გამოვიდა ცნობილი ნეილონის წინდები, რომელიც ცნობილი დიუპონების კუთვნილებაა. დიუპონების ისტორია საკმაოდ მოცულობითია, თუმცა შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ 1930 წელს კომპანია DuPont-ის მიერ დაქირავებულმა მეცნიერებმა რევოლუციური აღმოჩენა გააკეთეს, როცა სინთეტიკური კაუჩუკი ნეოპრენი შექმნეს. ერთი წლის შემდეგ, გამჭვირვალე პლასტიკატი შეიქმნა, 1935 წელს კი, მეცნიერმა უოლეს კეროტერსმა მორიგი ფურორი მოახდინა, როცა სინთეტიკური აბრეშუმი – ნეილონი შექმნა.
დიუპონებს ყოველთვის უმართლებდათ. ისევე როგორც როკფელერებს, მორგანებს, ვანდერბილტებს. დღეს უკვე გაუგებარია, თანამედროვე სამყარო როგორ იარსებებდა ნეილონის ტანსაცმელის, ლაიკრისაგან დამზადებული ქალის წელწინდების, ან იმ ტაფების გარეშე, რომლის ძირიც ადვილად არ ზიანდება.
1940 წელს ნეილონის მეშვეობით, მოდის სამყაროში ნამდვილი გადატრიალება მოხდა. როცა ამერიკაში გასაყიდად პირველი ნეილონის წინდები გამოიტანეს ერთი დღის განმავლობაში 5 მილიონი წყვილი წინდა გაიყიდა. მათი ფასი დოლარნახევარი იყო. ნეილონის წარმოება დიუპონებისათვის ამჟამადაც მომგებიანი ბიზნესია. ყოველწლიურად კომპანია 4,5 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს (წყარო: aaf.ge).
ამ დღეს მომხდარი სხვა არაერთი მოვლენა „რადიო თანამგზავრმა“ გაიხსენა:
1648 : ხელი მოეწერა ვესტფალიის ზავს რითაც დამთავრდა ოცდაათწლიანი ომი.
1857 : ინგლისში დაარსდა მსოფლიოს პირველი საფეხბურთო კლუბი „შეფილდი“.
1861 : აშშ-ში პირველი ტრანსკონტინენტური ტელეგრაფის ხაზი გაიყვანეს.
1929 : „შავი ხუთშაბათი“ ნიუ-იორკის ბირჟაზე, რომელმაც საფუძველი დაუდო დიდი დეპრესიის დაწყებას.
1939: დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში კორპორაცია დიუპონმა (DuPont) გაყიდვაში გამოუშვა ნეილონის წინდები ქალებისთვის.
1945 : დაარსდა გაერო.
2000: ბერლინის ეგვიპტურ მუზეუმში აღმოაჩინეს კლეოპატრას მსოფლიოში ერთადერთი ერთადერთი ხელმოწერა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss