ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
RC COLA - ს გათამაშებაში ბინის მფლობელი თამაზ მაღალდაძე გახდა
25 ოქტომბერი, 2017, 14:08
RC COLA - ს გათამაშებაში  ბინის მფლობელი თამაზ მაღალდაძე გახდა

თბილისი (GBC) - ქართული ლუდის კომპანიის  საზაფხულო გათამაშება - ,,იგრძენი ცხოვრების არსი’’ გრძელდება და RC COLA - ს მთავარი პრიზის -  მესამე ბინის მფლობელის ვინაობა ცნობილია.

Rc cola -ს გათამაშება ამჯერად იღბლიანი გამოდგა თამაზ მაღალდაძისთვის, რომელიც დევნილია ლიახვის ხეობიდან და ოჯახთან ერთად ქალაქ რუსთავში ცხოვრობს. მისთვის მოგება ბუნებრივია ძალიან ემოციური აღმოჩნდა. 

,,ზედაზენის პროდუქციის აქტიური მომხმარებელი ვარ და ხშირად ვყიდულობ, გათამაშების შესახებ ვიცოდი, თუმცა მოგების არასოდეს მჯეროდა და  ნამდვილად მოულოდნელი იყო  ჩემთვის. დიდი  მადლობა კომპანია ზედაზენს ასეთი შესანიშნავი სიურპრიზისთვის, წარმატებას და წინსვლას გისურვებთ.’’ - განაცხადა თამაზ მაღალდაძემ. 

კომპანიის ცნობით, პირველი  გამარჯვებული თბილისის მკვიდრი სერგო ხურშუდიანი გახდა, რომელმაც მოგებული  ბინა 10 წლის შვილიშვილს ავთანდილ ღლონტს აჩუქა.

,,არასოდეს მჯეროდა გათამაშებების და ლატარიების, არც არასოდეს არაფერი მომიგია, ახლა კი ვიცი, ზედაზენში ოცნებები სრულდება“ - განაცხადა სერგო ხუშუდიანმა.

მეორე ბინა  11 წლის საბა გლოველმა მოიგო, რომელმაც თავისი პატარა დის, სამი წლის მარიამის ნათლობაზე შეიძინა ერთი ბოთლი  RC COLA.

,,RC COLA - ს  ერთგული მომხმარებელი ვარ და ამ მოულოდნელმა მოგებამ ძალიან გამახარა. დიდი მადლობა ,,ზედაზენს’’  მიმაჩნია, რომ იგი საუკეთესო კომპანიაა.’’ - განაცხადა საბა გლოველმა.

 

"მიუხედავად იმისა, რომ  ხუთ  წლიანი წარმატებული საქმიანობის მანძილზე ,,ქართულმა ლუდის კომპანიამ’’  მომხამრებელს არაერთი  საინტერესო პროექტი შესთავაზა, წამახალისებელი გათამაშება განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. 

RC COLA  არ წყვეტს წამახალისებელ აქციას. უკვე უახლოეს  დღეებში მომხმარებელს საშუალება ექნება  ჩაერთოს კიდევ ერთ გრანდიოზულ გათამაშებაში და მოიგოს არაერთი შესანიშნავი პრიზი.’’ - განაცხადა ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ.

როგორც კომპანიაში ამბობენ,  გათამაშების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი და განთავსდება როგორც კომპანია ,,ზედაზენის’’ , ასევე RC COLA - ს ვებ - გვერდზე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები