ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ანტალიის ყველაზე ფეშენებელურ სასტუმრო Mardan Palace-ს ნაწილ-ნაწილ ყიდიან
30 ოქტომბერი, 2017, 13:31
ანტალიის ყველაზე ფეშენებელურ სასტუმრო Mardan Palace-ს ნაწილ-ნაწილ ყიდიან

თბილისი (GBC) - ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე, მდიდრული სასტუმრო Mardan Palace, რომლის მშენებლობაც 1 მლრდ დოლარზე მეტი დაჯდა, იყიდება. მიზეზი სასტუმროში არსებული სერიოზული ფინანსური კრიზისია.

გასული ტურისტული სეზონის შემდეგ  სასტუმროს დავალიანება კიდევ უფრო გაიზარდა. როგორც ცნობილია ანტალიის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კომპანიამ (ASAT) სასტუმრო წყლის გარეშეც კი დატოვა, რადგანაც სასტუმრო კომპანიის წინაშე არსებული 2 მლნ ლირის დავალიანების დაფარვასაც კი ვერ ახერხებს.

არსებული ფინანსური პრობლემების ფონზე, სასტუმროდან ვალების ამოღებას სახელმწიფო სოციალური სამსახური (SGK) გაუძღვა, თუმცა ამაოდ. სასტუმრომ რამდენიმე სეზონის განმავლობაში სახელმწიფო ფონდში 51 მლნ ლირის გადარიცხვა ვერ მოახერხა და შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასტუმროს კუთვნილი სპორტული კომპლექსის გასხვისებაზე.

თურქული მედია წერს, რომ Mardan Stadyumu-ის, ორი საშუალო საფეხბურთო და ორი სავარჯიშო მოედნის მფლობელი მოგვიანებით გახდება ცნობილი, ანუ მას შემდეგ რაც აღნიშნულ ლოტზე ღია ვაჭრობა შედგება. ასევე გასაყიდად გამოიტანენ სპორტული კომპლექსის გარშემო მდებარე სხვა ობიექტებსაც, საუბარია სპორტსმენებისათვის განკუთვნილ სასტუმროზე და ასევე საერთო საცხოვრებელზე, სადაც Mardan Palace-ის პერსონალი ცხოვრობს.

ყველა ობიექტის საწყისი ღირებულება 101 მლნ ლირას შეადგენს. იმის გამო, რომ სასტუმროს მენეჯმენტი პერსონალისთვის განკუთვნილ შენობას ყიდის, თურქული მედია უკვე წერს იმაზეც, რომ მომავალ წელს Mardan Palace აღარ გაიხსნება და სტუმრებს აღარ მიიღებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები