| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 31 ოქტომბერი ისტორიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით შევიდა, მათ შორის 125 წლის წინ პირველად გამოქვეყნდა ცნობილი დეტექტივების სერია „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“. ლიტერატურული პერსონაჟი დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს დეტექტიური ჟანრის მოყვარულ ნებისმიერი ასაკის მკითხველებში, კონან დოილმა 4 რომანი და 56 მოთხრობა დაწერა შერლოკ ჰოლმსზე და ყველა მათგანი დეტექტიური ჟანრის კლასიკად იქცა.
1892 : არტურ კონან დოილმა გამოაქვეყნა შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლების პირველი წიგნი.
1922 : შავპერანგიანები, ბენიტო მუსოლინის მეთაურობით, რომში შევიდნენ და მარშით ჩაიარეს მეფის სასახლის წინ. ამ დღეს დასრულდა ფაშისტური რევოლუცია და დაიწყო ფაშიზმის ერა.
1925 : ირანში ყაჯარების დინასტია ოფიციალურად შეიცვალა ფეჰლევიანების დინასტიით.
1961 : იოსებ სტალინის ცხედარი ლენინის მავზოლეუმიდან გამოიტანეს.
1984 : ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი მისივე დაცვის ორმა თანამშრომელმა სითხმა მოკლა.
2011 : წელს დედამიწის მოსახლეობამ 7 მილიარდს მიაღწია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss