| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საერთაშორისო შვედური ბრენდი H&M-ი (Hennes & Mauritz AB), რომელიც ცნობილია თავისი ბიზნესიდეით – ტრენდული სამოსი და ხარისხი საუკეთესო ფასად, საქართველოში პირველ მაღაზიას 2017 წლის 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გახსნის.
მაღაზია „გალერია თბილისში“ სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.
„ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში პირველ მაღაზიას ვხსნით. მოუთმენლად ველით 18 ნოემბერს – იმ წუთებს, როცა ქართველი მომხმარებლები „გალერია თბილისის“ კარებს გახსნიან და H&M-ის სამყაროში შეაბიჯებენ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მრავალფეროვანი და შთამაგონებელი პროდუქცია, რომელიც სტუმრებს პერსონალური სტილის შექმნაში დაეხმარება, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბებს“, – აღნიშნავს კლაუდია ოსვალდი, H&M-ის რეგიონალური მენეჯერი ავსტრიაში, ხორვატიაში, სერბეთში, სლოვენიასა და საქართველოში.
18 ნოემბერს, მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად, H&M-ი გახსნის წინა წუთების ათვლას ყველასთვის საყვარელ ქართველ დიჯეისთან ერთად დაიწყებს, რაც მენეჯმენტის შეფასებით, შოპინგის პროცესს კიდევ უფრო გაახალისებს და გაამრავალფეროვნებს.
ყველა სტუმარს შეეძლება, რომ ისარგებლოს 20%-იანი ფასდაკლებით სრულ კოლექციაზე.
ისინი კი, ვინც რიგის პირველ, მეორე და მესამე ადგილს დაიკავებენ, განსაკუთრებულად დაჯილდოვდებიან და, შესაბამისად, 200, 100 და 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათებს მიიღებენ. მომდევნო 1000 სტუმარს 30-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss