| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 6 ნოემბერს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, მათ შორის პრეზიდენტი გახდა აბრაამ ლინკოლნი, პირველი რესპუბლიკელი, რომელმაც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობა დაიკავა.
ის წარმატებით უძღვებოდა ქვეყანას ყველაზე რთული შიდა კრიზისის პერიოდში — ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. სწორედ მან მოახერხა ერთიანობის შენარჩუნება და მონათმფლობელობის დასრულება. ლინკოლნი უმეტესწილად იყო თვითნასწავლი და პროფესიით ადვოკატი გახდა.
„არასოდეს გამაჩნდა პოლიტიკა, უბრალოდ ვცდილობდი ყოველდღიურად ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა“, - ამბობდა ლინკოლნი, რომელის დიდი ღირსება პრაგმატულობა იყო. ის დღემდე რჩება რჩება ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ისტორიულ ფიგურად.
ლინკოლნი 1865 წლის 14 აპრილს მსახიობ ჯონ ვილკს ბუტის მიერ ვაშინგტონში ფორდის სახელობის თეატრში იქნა მოკლული.
სხვა მოვლენები რადიო თანამგზავრმა გაიხსენა:
1860 : აბრაამ ლინკოლნი აშშ-ის მე-16 პრეზიდენტად იქნა არჩეული; იგი ამავე დროს პირველი რესპუბლიკელი იყო ამ პოსტზე.
1887 : დაარსდა საფეხბურთო კლუბი სელტიკი
1913 : მაჰათმა განდი დააპატიმრეს ინდოელ მაღაროელთა საპროტესტო მარშის წინამძღოლობისთვის სამხრეთ აფრიკაში.
1918 : პოლონეთის მეორე რესპუბლიკა გამოცხადდა პოლონეთში.
1991: ქუვეიტში ჩააქრეს ხანძარი უკანასკნელ ჭაბურღილზე, რომელიც ერაყელმა ოკუპანტებმა გააჩინეს. ეს დღე ქუვეიტის ნაციონალურ დღესასწაულად იქცა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss