| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- საუდის არაბეთის პრინც-მილიარდელმა ალ-ვალიდმა დაკავების გამო 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.
Bloomberg Billionaires Index -ის მიხედვით, კორუფციაში დადანაშაულებული სამეფო ოჯახის წევრის ქონება 1.22 მლრდ დოლარით შემცირდა, მისი კომპანიის Kingdom Holding Co-ს აქციების მკვეთრი გაუფასურების გამო.
Kingdom Holding Со ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიაა, მის აქტივებს შორისაა სასტუმრო ქსელი Four Seasons, 6%-იანი წილი Citigroup-ში, ასევე წილები 21st Century Fox-ში, Disney-ში, Twitter-სა და Lyft-ში.
აღსანიშნავია, რომ Bloomberg -ი ალ-ვალიდის ქონებას 17.8 მილიარდი დოლარად აფასებს.
პრინცის ქონების შემცირების უფრო მასშტაბურ მაჩვენებელზე აცხადებს Forbes-ი. Forbes Real Time -ის მონაცემებით, დაკავებული პრინცი 2.1 მილიარდით გაღარიბდა და მისი ქონება 15.9 მილიარდამდე შემცირდა. ამ მაჩვენებლით ის უმდიდრეს ადამიანებს შორის 83 ადგილზეა.
შეგახსენებთ, კორუფციის ბრალდებით ალ ვალიდთან ერთად სამეფო ოჯახის კიდევ 11 წევრი დააკავეს. დაკავებულია ასევე ათობით მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss