ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
BGEO-მ დაგეგმილი რესტრუქტურიზაციის წინ, ძლიერ ფინანსურ შედეგზე განაცხადა
9 ნოემბერი, 2017, 11:05
 BGEO-მ დაგეგმილი რესტრუქტურიზაციის წინ, ძლიერ ფინანსურ შედეგზე განაცხადა

თბილისი (GBC) - BGEO-მ დაგეგმილი რესტრუქტურიზაციის წინ „კარგ პოზიციონირებაზე“ განაცხადა.

ქვეყნის წამყვანმა საბანკო- საინვესტიციო ჯგუფმა მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა.

გადასახადების გადახდამდე ჯგუფის ჯამური მოგება, მესამე კვარტალში, 123 მილიონი ლარი იყო, 18.1%-ით ნაკლები ვიდრე შარშან. ამასთან 9 თვეში მოგება 24%-ზე მეტად არის გაზრდილი და 364.4 მლნ ლარს აჭარბებს.

მკვეთრად, 23.7% -ით, 13.963 მილიარდ ლარამდე გაიზარდა 9 თვის მაჩვენებლებით აქტივების მოცულობაც.

BGEO-მ საბანკო ბიზნესში მნიშვნელოვანი ზრდა მიიღო. „საქართველოს ბანკის“ შემოსავლები 9 თვეში 18.1% არის გაზრდილი 649.023 მლნ ლარამდე. მესამე კვარტალში ბანკმა რეკორდული, 223.19 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. ამავე პერიოდში ბანკმა 91.9 მილიონიან მოგება მიითვალა, 9 თვეში კი, 262.38 მლნ.

როგორც ცნობილია, 2018 წლის პირველი ნახევრისთვის,  BGEO  საბანკო და საინვესტიციო ბიზნესების გაყოფისთვის  ემზადება და ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2 დამოუკიდებელი კომპანიის სახით იქნება წარმოდგენილი.

„ჯგუფმა დააფიქსირა კიდევ ერთი, ძლიერი კვარტალური მაჩვენებლები, რომელიც ასახავს ჩვენი  საბანკო ბიზნესის  ძალიან კარგ მაჩვენებლებს და ასევე მზარდ საინვესტიციო ბიზნესს. ჩვენი ყველა კომპანია საქართველოში წარმატებით საქმიანობს და ასრულებს ძირითად სტრატეგიულ პრიორიტეტებს, - აცხადებს BGEO ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.

ჯგუფის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ორივე მიმართულება, როგორც საბანკო ასევე საინვესტიციო, ლიდერები არიან თავის სფეროში, სპეციალური სტრატეგიული და ეკონომიკური მახასიათებლებით, ასევე ძლიერი მმართველი გუნდით.

„ველით, რომ გაყოფა ორივე მიმართულებას სარგებელს მოუტანს და მეტ მოქნილობას შესძენს, კაპიტალის და ადამიანური რესურსის მართვისთვის“, - აცხადებს ირაკლი გილაური, მიიჩნევს, რომ ამ გზით საბანკო და საინვესტიციო მიმართულებები თავს აარიდებენ ინტერესთა კონფლიქტსაც.  

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები