| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) 9 თვის წარმატებით დასრულებაზე განაცხადა.
ჯანდაცვის სექტორის ლიდერი კომპანიის ცნობით, 9 თვეში ამონაგები 90%-თ, 550.1 მლნ ლარამდე გაიზარდა. მოგება გადასახადების გადახდამდე 26%-ით, 34.2 მილიონ ლარამდეა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში GHG -ში გადასახადების გადახდამდე, მოგების 5%-იანი კლება აღინიშნა, 9.8 მილიონამდე.
ჯგუფის შემოსავლებსა და მოგებაში ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებლები ფიქსირდება ფარმაცევტულ ბიზნესში, სადაც მესამე კვარტალში შემოსავალი 106. მლნ ლარი იყო (+133.1%), 9 თვეში ზრდა 330.5%-ია, შემოსავალი კი, 328.9 მილიონი. მოგება, გადასახადების გადახდამდე კი, 9 თვეში 15.2 მილიონს შეაგენს.
სადაზღვევო ბიზნესში 10%-იანი ზრდაა, შემოსავალი 197 მლნ ლარამდე გაიზარდა.
კომპანიის CEO აღნიშნავს, რომ განვლილი 9 თვის განმავლობაში "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" გააგრძელა მნიშვნელოვანი საინვესტიციო და ბიზნეს- ოპერაციები.
მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა თბილისის რეფერალური საავადმყოფოს (Sunstone) და დეკას (ლეჩკომბინატი) რეკონსტრუქციისთვის და ორივე მათგანის გახსნა უახლოეს პერიოდში იგეგმება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss