| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – 9 146,4 ლარი მოსახლეობის 1 სულზე - საქსტატმა 2016 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტებული მაჩვენებელები გამოაქვეყნა.
გასულ წელს ეკონომიკის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 34.028 მლრდ ლარი ($14.34 მლრდ) შეადგინა რაც 7,2 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ამასთან მშპ-ს რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 2,8 პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 4,2 პროცენტით განისაზღვრა.
მშპ ერთ სულზე 9 146,4 ლარი, ანუ 3 864,6 დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ 2015 და 2016 წლებში ერთ სულზე გაანგარიშებულ მაჩვენებლებში ასახულია მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,0 პროცენტი) და მრეწველობა (16,4 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,1 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,0 პროცენტი), მშენებლობა (8,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,7 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,1 პროცენტი).
რაც შეეხება ზრდას ის დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: სასტუმროები და რესტორნები (12,9 პროცენტი), მშენებლობა (10,0 პროცენტი) საფინანსო საქმიანობა (9,7 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (9,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,9 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (4,9 პროცენტი).
კლება აღინიშნა ტრანსპორტისა (-3,0 პროცენტი) და კავშირგაბმულობის (-3,1 პროცენტი) სექტორებში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss