| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 15 ნოემბერი ისტორიაში არაერთი მოვლენით შევიდა, მათ შორის ქრისტეფორე კოლუმბის დღიურში გაჩნდა ჩანაწერი ამერიკულ თამბაქოზე.
გადმოცემით, თამბაქო თავდაპირველად სამხრეთ ამერიკაში მცხოვრებმა მაიას ტომის ხალხმა აღმოაჩინა და დააგემოვნა. ისინი დაქუცმაცებულ თამბაქოს ამავე მცენარის ფოთლებში ახვევდნენ და რელიგიურ დღესასწაულებზე ეწეოდნენ.
“ამერიკის აღმოჩენდამდე, – წერდა ერთ-ერთი ისტორიკოსი,- თამბაქოს შესახებ არავითარი ცნობები არ არსებობდა. პირველად აბორიგენებმა თამბაქო კოლუმბს შესთავაზეს”.
სწორედ ქრისტეფორე კოლუმბი და მისი თანმხლები პირები აღმოჩნდნენ პირველი ევროპელები მწეველები. მათ ჩამოიტანეს თამბაქო ევროპაში, როგორც სასწაული ნარკოტიკული ზემოქმედების მქონე ბალახი, რომელიც ამშვიდებს აგზნებადობას, ხსნის თავის ტკივილსა და დაღლილობას.
ეს და სხვა მოვლენები რადიო თანამგზავრმა გაიხსენა:
1492 : ქრისტეფორე კოლუმბმა პირველად აღწერა საკუთარ დღიურში თამბაქო, რომელსაც ინდიელები იყენებდნენ.
1904 : ამერიკელმა კინგ კემპმა დააპატენტა საპარსი დაზგა ცვლადი პირებით.
1920 : ჟენევაში პირველად შეიკრიბა ერთა ლიგის პირველი ასამბლეა.
1944 : სამხრეთ საქართველოდან (სამცხე-ჯავახეთი) მაჰმადიან მესხთა გადასახლება დაიწყეს შუა აზიაში.
1969 : ვაშინგტონში ნახევარ მილიონამდე მოქალაქე გამოდის ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე.
2001 : Microsoft უშვებს კომპანიის პირველ სათამაშო კონსოლს Xbox.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss