ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
Tesla-მ   პირველი ელექტროსატვირთო წარადგინა
გუგა არჩვაძე
17 ნოემბერი, 2017, 11:35
Tesla-მ   პირველი ელექტროსატვირთო წარადგინა

თბილისი (GBC) - კომპანია Tesla-მ   თავისი პირველი ელექტროძრავიანი სატვირთო წარადგინა, რომელმაც ილონ მასკისგან მეტსახელიც მიიღო „ტყვია“.

სატვირთოს  ერთი დამუხტვით 804.5 კმ-ს გავლა შეუძლია, 36 ტონიანი სრული დატვირთვით და მაქსიმალური სიჩქარით.

ახალი ავტომობილი აღჭურვილია  მძღოლის ერთი  კაბინით, რომელიც ცენტრშია განთავსებული, გარშემო  მონიტორებით,  რაც მძღოლს საშუალებას აძლევს  ნახოს განვითარებული სიჩქარე, დამუხტვის მაჩვენებელი და ა.შ

Tesla ხელმძღვანელი ილონ მასკი ამბობს, რომ  „ელექტრო სატვირთო არის ახალი მიმართულებისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც გაათავისუფლებს ეკონომიკას   წიაღისეული საწვავის გამოყენებისაგან.“

ახალი ტიპის ელექტრო სატვირთოს  სერიულ წარმოებას Tesla 2019 წლიდან გეგმავს, მისი  სავარაუდო ღირებულება  ამ დრომდე უცნობია.

პრეზენტაციის ბოლოს,  კომოპანიის დამფუძნებელმა წარადგინა  ახალი ტიპის Tesla Roadster -ი,  სპორტული ავტომობილი გამჭვირვალე სახურავით, რომელიც 1.9 წამში 100 კილომეტრ საათის  სიჩქარეს ავითარებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები