| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საბერძნეთის პეტროლიუმი ვისოლ ჯგუფთან პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს.
პარტნიორობის გაღრმავებაზე ბერძნული ნავთობკომპანიის დელეგაციის საქართველოში ვიზიტისას იმსჯელეს.
„„საბერძნეთის პეტროლიუმი“ არის არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი ინდუსტრიული და ენერგეტიკული ჯგუფი. ჩვენ პაერტნიორობის გაღრმავების ვგეგმავთ და შევეცდებით, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, უფრო მეტი ინვესტიციები ჩაიდოს საქართველოში",-აცხადებს "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის სოსო ფხაკაძე.
„საბერძნეთის პეტროლიუმის“ პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის გრიგორის სტერგიოულისის განცხადებით, საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებენ.
"ეს კვირა ჩემთვის სიურპრიზებით არის სავსე. პირველი სიურპრიზი იყო, საქართველოს მეგობრული დამოკიდებულება. თავს ვგრძნობ ისე, როგორც საკუთარ ქვეყანაში და სახლში. მეორე სიურპრიზი იყო ის, რომ ჩვენ გვყავს საუკეთესო პარტნიორი "ვისოლ ჯგუფის" სახით და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, მესამე დიდი სიურპრიზი - ქვეყანა არის შესაძლებლობებით სავსე. მე დავავალებ ჩვენს ჯგუფს საბერძნეთში, გადახედონ სამომავლო გეგმებს და შესაძლებლობებს იმისათვის, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება მოხდეს, რის შედეგადაც ამ ქვეყნის მოსახლეობას შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება, "ჰელენიკ პეტროლიუმი" არის ყველაზე დიდი ენერგეტიკული და ინდუსტრიული ჯგუფი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველოს გააჩნია ძალიან დინამიური ბაზარი, ამიტომ იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ამ სფეროთი არ შემოიფარგლება",-განაცხადა საბერძნეთის პეტროლიუმის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გრიგორის სტერგიოულისმა.
შეგახსენებთ, „ვისოლ ჯგუფმა“ „საბერძნეთის პეტროლიუმთან“, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება მიმდინარე წლის სექტემბერში გააფორმა და საქართველოში “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო. “ეკოს” პირველი ავტოგასამართი სადგური თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში მდებარეობს. ამ ხელშეკრულების საფუძველზე „ვისოლმა“ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე „ეკოს“ ბრენდი დააბრუნა, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში საწვავის ხარისხის ეტალონად იყო მიჩნეული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss