| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ცნობილი დიზაინერი ზვიად ციკოლია მის მიერ შექმნილი თვითმფრინავების სატესტო ფრენას 1 თვეში აანონსებს.
GBC-სთან საუბრისას დიზაინერი ამბობს, რომ ორ მოდელზე მიდის მუშაობა, რაც უახლოეს პერიოდში დასრულდება. სამომავლოდ, რა რაოდენობის თვითმფრინავების დამზადება მოხდება ჯერ ცნობილი არ არის.
"ეს იქნება პირადი მოხმარების, გასართობ-სპორტული მოდელები", - აცხადებს ციკოლია, რომელმაც საფრენ აპარატებზე მუშაობის პარალელურად არც საათების მოდელები დაივიწყა და წელს და მომავალ წელსაც ახალი მოდელების წარდგენისთვისაც ემზადება.
ზვიად ციკოლია აღნიშნავს, რომ ამჯერად საქართველოს ჩათვლით, მისი ბრენდი 7 ქვეყანაშია წარმოდგენილი, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა წარმომადგენლობის გაფართოვებაზე, თუმცა ამ თვალსაზრისით პრობლემას პროდუქციის შეზღუდული რაოდენობა წარმოადგენს. სამომავლო გეგმებს შორის ციკოლია, მაღალი ინტერესის და მოთხოვნის გათვალისწინებით, წარმოების ზრდას ასახელებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss