| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 22 ნოემბერს ჯონ კენედი მოკლეს. 54 წლის შემდეგაც კი, კენედის მკვლელობაზე ახალ -ახალი თეორიები ჩნდება. მართალია, ლი ჰარვი ოსვალდი, რომელმაც დალასში ჩასულ პრეზიდენტს ესროლა, დანაშაულის ჩადენიდან 90 წუთში დააპატიმრეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, კენედის მკვლელობა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთია ყველაზე ძნელად გასახსნელ საქმეთაგანია.
ამ დღეს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომლებიც რადიო „თანამგზავრმა“ გაიხსენა:
1542 : ესპანეთმა თავის ამერიკულ კოლონიებში მონობა შეზღუდა.
1909 : ძმებმა ორვილ და უილბერ რაიტებმა აეროპლანების მწარმოებელი პირველი კომპანია ჩამოაყალიბეს.
1917: კანადაში ნაციონალური ჰოკეის ლიგა ჩამოყალიბდა, რომელშიც 5 გუნდი იყო გაერთიანებული.
1928: პარიზში პირველად შესრულდა მორის რაველის ნაწარმოები „ბოლერო“.
1963: დალასში, ტეხასი, მოკლულ იქნა აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედი, ხოლო ტეხასის გუბერნატორი ჯონ ბ. კონალი სერიოზულად დაშავდა.
2003: თბილისში, საქართველო, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ოპონენტები პარლამენტის შენობას იღებენ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.
2004: უკრაინაში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების შედეგად, ნარინჯისფერი რევოლუცია იწყება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss