ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
RMG დასაქმების ფორუმში მონაწილეობს
22 ნოემბერი, 2017, 14:50
RMG დასაქმების ფორუმში მონაწილეობს

თბილისი (GBC) - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-11 კორპუსში, დღეს, დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც კომპანია RMG-იმ მიიღო მონაწილეობა.

RMG-ის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება მიეცათ, დეტლური ინფორმაცია მიეღოთ RMG-ის საკადრო პოლიტიკის, კომპანიაში არსებული ვაკანსიებისა და დასაქმების პერსპექტივის შესახებ. HR სამსახურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს, რა სპეციალობებზეა ძირითადი მოთხოვნა დაბა კაზრეთში მდებარე RMG GOLD-ისა და RMG COPPER-ის საწარმოებში.

ფორუმის მსვლელობისას ინდივიდუალური ინტერვიუები გეოლოგიის, ქიმიის, ეკოლოგიის მიმართულებების კურსდამთავრებულებთან გაიმართა. კომპანიის წარმომადგენლებმა ყურადღება სტაჟირების შესაძლებლობებზეც გაამახვილეს.

RMG ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. ორივე კომპანიაში ერთად დაახლოებით 3000-მდე ადამიანი მუშაობს. კომპანია გამოირჩევა მაღალი სამუშაო სტანდარტებითა და სოციალური პასუხისმგებლობით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები