ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საგანელიძე: ახალი ფონდი ფონდი მნიშნელოვანი პლატფორმა იქნება საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად
28 ნოემბერი, 2017, 21:09
საგანელიძე: ახალი ფონდი ფონდი მნიშნელოვანი პლატფორმა იქნება საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად

თბილისი (GBC) - საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი მნიშნელოვანი პლატფორმა იქნება საქართველო-ჩინეთს შორის საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, - ასე აფასებს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ჩინელ პარტნიორებთან ერთად ახალი ფონდის დაარსებას.

„საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი“ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში დღეს დაფუძნდა.

შანხაის უმსხვილეს ხუასინის ენერგეტიკულ კომპანია CEFC-ისა და „საპარტნიორო ფონდის“ ერთობლივი „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი“,  ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში ახალ საინვესტიციო პლატფორმას და მყარ ფინანსურ ინსტრუმენტს გააჩენს. თანამშრომლობა სავაჭრო-საინვესტიციო და კულტურულ სფეროებში შედგება.

ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალი  „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ შანხაის უმსხვილეს ხუასინის ენერგეტიკულ კომპანია CEFC Shanghai Financial Service Co., Ltd-ის ლუქსემბურგში დაფუძნებულ შვილობილ Georgia Investment S.C.S-სა და სს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანია შპს „East West Bridge”-ს შორის შედგა.  დოკუმენტს ხელი  „საპარნტიორო ფონდის“ მხრიდან, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, Georgia Investment S.C.S-ის მხრიდან კი - კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჭოუ სინ იუმ მოაწერეს.

„ხუასინის ენერგეტიკული კორპორაცა CEFC-ი რეკომენდაციას გაუწევს ჩინეთის წამყვან მრავალპროფილიან საწარმოებს საქართველოში გაეცნონ არსებულ საინვესტიციო პოტენციალს. ასევე, ჩინელ მეწარმეებს კონსულტაციებს გაუწევს „საპარტნიორო ფონდთან“ სტრატეგიული პროექტების განხორციელების შესახებ. „საპარტნიორო ფონდმა“ კომპანია CEFC-თან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკები ჯერ კიდევ 10 თვის წინ დაიწყო. ახლადშექმნილი ფონდი ფულს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ინდუსტრიის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში დააბანდებს“, - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დოირექტორმა დავით საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის მაისში პეკინში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ პროექტის ფარგლებში, სს „საპარტნიორო ფონდსა“ და შანხაის ხუასინის ენერგეტიკულ კომპანიას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. მხარეები ერთობლივი ფინანსური ინსტიტუტის შექმნის შესახებ მსჯელობდნენ, რაც საბოლოოდ, ერთობლივი „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდის“ შექმნით დასრულდა.

შეგახსენებთ, ჩინეთის ერთერთი უმსხვილესი კომპანია CEFC-ი ენერგეტიკის, საფინანსო და ინდუსტრიის სფეროებში მოღვაწეობს. კომპანიის სტრატეგია მოიცავს საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას და კარგად ორგანიზებული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკისა და საინვესტიციო ჯგუფის ჩამოყალიბებას. კომპანია 2002 წელს დაარსდა და მისი წლიური ბრუნვა 35 მილიარდ დოლარს აღწევს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები