ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
სოციალურ ქსელს ქართული ბიზნესის მხოლოდ 34 % იყენებს  
30 ნოემბერი, 2017, 12:54
სოციალურ ქსელს ქართული ბიზნესის მხოლოდ 34 % იყენებს   

 

თბილისი (GBC) -  საქსტატმა საწარმოებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 98.4%-ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან.

ამასთან, ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად ყველაზე მეტად გამოიყენებოდა ფიქსირებული ფართოზოლოვანი საშუალებები (მაგ. ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH) და საკაბელო ტექნოლოგიები) – 40,2% და DSL კავშირი ( მაგ. x DSL, A DSL, S DSL, V DSL და ა .შ.) – 31,8%.

ამასთან, საწარმოთა 17,3% იყენებდა მობილური ტელეფონების ქსელით ფართოზოლოვან კავშირს (3G,4G), ხოლო 10,6% - სხვა მობილურ სატელეფონო კავშირს (მაგ.GSM, GPRS, EDGE და სხვ.).

აღსანიშნავია, რომ კომპანიები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი (Facebook, LinkedIn და ა.შ.) – 33,7%, ხოლო საწარმოთა 47,7% საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის არანაირ საშუალებას.

სოციალური მედიის გამოყენების უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა, როგორც საწარმოს იმიჯის შექმნა ან თავისი ბაზრის განვითარება (25,5%), ისე რეაგირება კლიენტის შეკითხვებზე, შეხედულებებსა და გამოხმაურებებზე (27,2%).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები