| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანიამ ქართული მინა ბაზარზე საახალწლო სუვენირების ფართო არჩევანი წარადგინა.
ქართული თემატიკით გაჯერებული საახალწლო აქსესუარები, რომელიც გამორჩეულია ინდივიდუალურობით და ფარადოვნებით კომპანიის სახელოსნოში მზადდება, მათი შეძენა კი, სავაჭრო ცენტრ GTC-ის პირველ სართულზეა შესაძლებალი. ფასიც ხელმისაწვდომია და 10 ლარიდან იწყება.
კომპანიის დამფუძნებელი, დიზაინერი ქეთი მექერიშვილი ამბობს, რომ მათ თითოეულ ნამუშევარში ქართული სულია. ქართული თემატიკა, ორნამენტები, დამწერლობა თუ ფრესკები მინაში გადადის, ორიგინალურ სახეს იძენს და სწორედ ეს შტრიხები ქმნის მის უნიკალურობას.
„საქმიანობა 3 წლის წინ, ნულიდან დავიწყეთ. გვინდოდა აგვეთვისებინა ნიშა, რომელიც თავისუფალი იყო და საზოგადოებას შევთავაზეთ ქართული ნაწარმი. უკვე ძალიან ბევრი ინტერესდება ჩვენი პროდუქციით და მოთხოვნაც გაიზარდა“, - ამბობს GBC-სთან საუბრისას ქეთი მექერიშვილი.
გეგმაში გაფართოებაც შედის, ახალი წლიდან ქართული მინის გალერეა -მაღაზიები თბილისში, კიდევ 2 ლოკაციაზე გაიხსნება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss