ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ალტა და მეტრომარტი ერთიანდება
13 დეკემბერი, 2017, 17:33
ალტა და მეტრომარტი ერთიანდება

თბილისი (GBC) -  კონკურენციის სააგენტო „ალტასა“ და „მეტრომარტის“ კონცენტრაციას დათანხმდა. 

სააგენტოს ცნობით,  შპს „ალტასა“ და შპს „მეტრომარტს“ შორის დაგეგმილი კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება 18 ოქტომბერს მიიღეს. 

კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ბაზარი, დაადგინა ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილები და კონცენტრაციის დონე, რომელიც გამოითვალა საცალო და საბითუმო სფეროს კომპანიათა წლიური ერთობლივი შემოსავლების მიხედვით.

"სააგენტოს ხელთ არსებული მონაცემების შესწავლის, ასევე შესაბამისი დაწესებულებების წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება - შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის დონე მნიშვნელოვნად არ იცვლება და დაგეგმილი კონცენტრაცია ნორმალურ კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია", - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები