| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჯორჯიან თაიმსის მე-18 ბიზნეს-რეიტინგის გამარჯვებული საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გახდა, რომელმაც მთავარი გრან-პრი, გარდამავალი ბოლნური ჯვარი მიიღო.
ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფი საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ და გრან-პრის მფლობელად 30 ბიზნეს კომპანიის ხელმძღვანელმა, ღონისძიების მიმდინარეობისას, ფარული კენჭისყრით დაასახელა.
"უდიდესი სტიმულია იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი საქმე ვაკეთოთ, ვიშრომოთ ქვეყანაში დასაქმების ზრდისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი ბიზნესის საკეთილდღეოდ", - განაცხადა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ.
საუკეთესო ბიზნესკომპანიების რეიტინგი Georgian Times-ისა და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-სორგანიზებით, წელს მე-18 გაიმართა.
რეიტინგის ფარგლებში, გამოვლენილი, 2016 - 2017 წლის საქართველოს 30 საუკეთესო კომპანიებია:
ავერსი, ბაზისბანკი, გაა ჰოლდინგი, გალფი, გეოპლანტი, გეოპროდუქტი, გიუაანი, დუგლაძეების ღვინის კომპანია, ენ სი სი, ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი, ვენდისი, ზარაფხანა, კავკასიის ავტოიმპორტი, კულა, ემ ჯი, მტკვარი ენერჯი, ნეოგაზი, ნიკორას სუპერმარკეტი, ნიუთაიმი, ომეგა ჯგუფი, ორბი ბათუმი, პსპ, საქნახშირი, საქართველოს ენერგეტიკული კორპორაცია, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი, სოკარ ჯორჯია გაზი, ქართული ლუდის კომპანია, შუხმან ვაინს ჯორჯია, ჰიუნდაი ავტო საქართველო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss