ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თეგეტა მოტორსმა  ბათუმში მეორე ფილიალი გახსნა
19 დეკემბერი, 2017, 16:30
თეგეტა მოტორსმა  ბათუმში მეორე ფილიალი გახსნა

თბილისი (GBC) - მომხმარებლის მხრიდან მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე,  ბათუმში ტბელ-აბუსერიძის ქ. #15-ში, „თეგეტას“ მეორე ფილიალი გაიხსნა.

მენეჯმენტის ცნობით, აღნიშნულ ფილიალში მომხმარებელს დახვდება თეგეტას ქსელში არსებული 100 000-მდე პროდუქტი: საბურავები, ზეთები, ფილტრები, აკუმულატორები, ავტოსათადარიგო ნაწილები და სხვა მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. ბათუმის ახალ ფილიალში მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს შემდეგი სერვისებით: საბურავის სერვისი, სავალი ნაწილი, ზეთის შეცვლა ძრავში და გადაცემათა კოლოფში.

„თეგეტას“ ცენტრებში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.  ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის. 

“„თეგეტა“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა“ არის საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. აქ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა. დღეისათვის „თეგეტა“ საქართველოს მასშტაბით 23 ფილიალით არის წარმოდგენილი” - აცხადებენ კომპანიაში.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები