| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ დამფუძნებელი, არჩილ ბაკურაძე საქართველოს მთავრობას ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის რამდენიმე ხედვას უზიარებს.
პირველ რიგში ბიზნესმენი სამართლის უზენაესობას და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემას ასახელებს.
„სწორედ საკუთრების უფლების გარანტია, მათი დაცვა და სამართლიანი გარემო არის ეკონომიკის მამოძრავებელი და მოტივატორი თითოეული ბიზნესის თუ ადამიანისთვის, - აღნიშნავს ის.
მეორე საკითხად ბაკურაძე მცირე და საშუალო ბიზნესის, მიკრო მეწარმეებისა და ფერმერების კეთილდღეობას ასახელებს.
„ვისურვებდი, რომ უფრო მეტი რესურსი იყოს ხელმისაწვდომი მათთვის. საქართველოში ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 1 მილიონია და ამ ხალხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ”, - აღნიშნავს ფინანსისტი.
მესამე რჩევა განათლების სისტემას უკავშირდება.
„სწორედ უნივერსიტეტებმა და სასწავლებლებმა უნდა მოამარაგონ ქართული კონკურენტუნარიანი ფირმები, თანამედროვე განათლების მქონე ადამიანები და იმ საჭირო უნარებით, რომელიც აუცილებელია დღევანდელი ეკონომიკისთვის“, - ამბობს ბაკურაძე.
“ბიზნესის გამოწვევა მთავრობას“ - აქცია "ბიამ" დაიწყო. კამპანიისას ბიზნესმა თავისი მოლოდინები და სურვილები უნდა დააფიქსიროს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss