| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- სათამაშოების მაღაზიათა ქსელმა „პეპელა“ -მ თავისი ძირითადი მაღაზია სავაჭრო ცენტრ „მერანი“-ს მეორე სართულზე გახსნა.
ახალი მაღაზია „პეპელა“-ს სათამაშოების მაღაზიათა ქსელის რიგით მეცხრეა. ის რუსთაველის გამზირზე, #42-ში მდებარეობს.
„უკვე 11 წელია, რაც სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს. ჩვენმა მომხმარებლებმა უკვე იციან ხარისხიანი სათამაშოების მნიშვნელობა ბავშვებისთვის. ახალი მაღაზია იქნება ყველაზე დიდი და დივერსიფიცირებული მაღაზია ჩვენს ქსელში, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ისეთი საერთაშორისო და ევროპული ხარისხიანი ბრენდების სათამაშოები როგორიცაა: Fisher Price, Mattel, Barbie, Hot Wheels, Lego, Nerf, Clementoni და სხვა. ახალ ფილიალში ძირითადი აქცენტი გაკეთდება პირველი ასაკის სათამაშოებზე,”- განაცხადა ლუდოვიკ ჟირომ, „პეპელა“-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
„პეპელაˮ- ს პირველი საფირმო მაღაზია 2006 წლის დეკემბერში გაიხსნა თბილისში, აბაშიძის #4-ში. ბოლო კვლევებზე დაყრდნობით, პეპელა ყველაზე ცნობილ სათამაშოების ბრენდად დასახელდა საქართველოში.
„პეპელა“-ში გაყიდული სათამაშოების 100% აკმაყოფილებს ევროპული ხარისხის სტანდარტებს. მათ შორის EN71-ს, რაც სათამაშოების ხარისხის უმკაცრეს შემოწმებას გულისხმობს. სათამაშოების უმრავლესობა იმპორტირებულია ევროკავშირიდან, სადაც თითოეული მათი უსაფრთხოების ნორმების დაცვის საკითხი მკაცრად კონტროლდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss