ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჩერომ საქართველოში ნატურალური წვენების ბაზარის  15 % წილი დაიკავა  
მარიამ მინაძე
21 დეკემბერი, 2017, 15:28
ჩერომ საქართველოში ნატურალური წვენების ბაზარის  15 % წილი დაიკავა   

 

თბილისი (GBC) - ქართული ლუდის კომპანიის დირექტორის, კახა კოტრიკაძის განცხადებით, "ჩეროს" განვითარებამ მოლოდინს გადააჭარბა.

კომპანიის ტოპ-მენეჯეტი ამბობს, რომ  ნატურალური წვენების ბაზარზე, რომლის პრაქტიკულად 100% იმპორტს ეჭირა, „ჩერომ“ უკვე 15% დაიკავა, მომავალი წლისთვის კი კომპანიას უფრო ამბიციური გეგმები აქვს და წილის 30%-მდე გაზრდას გეგმავს. მისი თქმით, ამ გეგმის განხორციელებისთვის "ჩერო" დამატებით ასორტიმენტს აფართოვებს. წლის ბოლომდე ბაზარზე "ჩეროს" ბროწეულის ნატურალური წვენები გამოჩნდება.

უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები მიმწოდებლებთან და მომავალ წელს დაგეგმილია დამატებით სამი სახეობის წვენის ჩამოსხმა, მათ შორის ატმის და ანანასის.

კოტრიკაძე აღნიშნავს, რომ ყოვეწლიურად მთლიანი ნატურალური წვენების ბაზარი დაახლოებით 16 მილიონი ლიტრითაა წარმოდგენილი.

მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს "ჩეროს" საერთაშორისო ბაზარზე გატანისთვის მოლაპარაკებები. ექსპორტი მომავალი წლისთვის დაიწყება.

საექსპორტო ბაზრებად მოიაზრება აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი,  დსთ-ის ქვეყნები,  ასევე ირანი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.

კოტრიკაძის თქმითვე, მიდის მოლაპარაკებები ასევე იმ ბაზრებზე, სადაც ზედაზენია წარმოდგენილი - ბალტიისპირა ქვეყნებში.

რაც შეეხება ევროპის ბაზარს, მისი ათვისება შედარებით რთულია, რადგან ჯერ საქართველომ ნატურალური წვენების მწარმოებელი ქვეყნის ისტორია უნდა შექმნას და დაიმკვიდროს თავი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები