| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – პრემიერმა ინვესტიციების ახალ წყაროებზე პარლამენტის ტრიბუნიდანაც განაცხადა, მათ შორის საპენსიო ფონდში აკუმულირებულ ასეულობით მილიონზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში ახალ ძრავს აამუშავებს, კაპიტალის ბაზრის მექანიზმის ჩართვით.
გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო გამოსვლისას რეფორმის დაგვიანებაზე და ინსტიტუციის სირთულეზე განაცხდა. მისი წარმოდგენილი გეგმით, იცვლება რეგულაციები საფონდო ინტეგრირებისთვის, ერთიანი ანგარიშსწორების პლატფორმით, გლობალურ კასტოდიუმის ქსელებთან. ამან უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების მიმზიდველობა უცხოელი ინვესტორებისთვის. შესაბამისად, იქმნება ინტეგრირებული მოედანი, საზღვრების გარეშე, სადაც ყველა დაინტერესებულს ექნება წვდომა.
პრაქტიკოსი ეკონომისტებმა რეფორმის ანალიზი ჩაატარეს 13-მიზეზიანი ნუსხა არა პოტენციური, არამედ ფაქტობრივი რისკების მიხედვით არის შედგენილი, იმის დასტურად რომ რეფორმა უფრო დამანგრეველია, ვიდრე შემქმნელი. უკმაყოფილო უფრო მეტი ეყოლება ვიდრე კმაყოფილი, რაც სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს, გასანეიტრალებლად კი მთავრობის მხრიდან გაუაზრებელი ნაბიჯების გადადგმას. სტატისტიკით, იძულებით პენსიის დამგროვებელი კატეგორია, მცირეა, 3.7 მლნ მოქალაქიდან 750 000, რომლის 2/3 ₾600-ზე დაბალხელფასიანია და დაგროვებული, საბაზისო ₾180-ზე ნაკლები გამოდის.
ექს- ფინანსთა მინისტრის ლექსო ალექსიშვილის განცხადებით, მსოფლიო გამოცდილებით, რეფორმით შექმნილი გამოწვევების პრევენცია შესაძლებელი მხოლოდ მაღალი მშპ-ს ქვეყნებში გახდა. სოციალური სიდუხჭირის დაძლევის ინსტრუმენტად არცერთ ქვეყანაში გაამართლა და არც საქართველო იქნება გამონაკლისი.
ალექსიშვილს მიაჩნია, რომ ექსკლუზიურად მართული ფონდის ნაცვლად კერძო საპენსიო ფონდები უნდა განვითარდეს. პენსიის დაგროვება სავალდებულოს ნაცვლად ნებაყოფლობითი უნდა იყოს. დაგროვებით სისტემაზე ჯერ სახელმწიფო სექტორი უნდა გადავიდეს, საჯარო უწყებებში და სსიპ-ებში დასაქმებული თავისი მოხელეებით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss