| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი საქართველოში საფონდო ბირჟის განუვითარებლობის მიზეზებს ასახელებს.
„მინდა, ცოტა კატეგორიული ვიყო: მე ვფიქრობ, აქ არის მენეჯმენტის პრობლემა. არც საპენსიო რეფორმა განხორციელებულა”, - ამბობს ბიზნესმენი ქართულენოვან Forbes -თან საუბრისას.
მამუკა ხაზარაძე საპენსიო რეფორმასა და ბირჟის განვითარებას შორის კავშირსაც განმარტავს:
“როცა არ არსებობს ქვეყანაში გრძელი ფული, შიდა რესურსი, მაშინ ბირჟა ვერაფრით ვერ განვითარდება. ჩვენთან არსებობს მხოლოდ საკრედიტო რესურსი, ძალიან ცოტაა კაპიტალში დასაბანდებელი ფული, არ არსებობს ვენჩურ-კაპიტალი, არ არსებობს ფონდები, მაშინ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ? თან პატარა ქვეყანა ვართ - არ არსებობს ნავთობის წარმოება, რომ შემოსავალი უგროვდებოდეთ კომპანიებს და მერე ეძებდნენ, სად დააბანდონ. ერთადერთი ალტერნატივა რჩება: უნდა ამოქაჩო ეკონომიკა ყველას დანაზოგით. ბირჟის და ზოგადად, კაპიტალის ბაზრის განვითარება არ ხდება ერთ დღეში. მის განვითარებას დრო სჭირდება. ჩვენ რომ ადრე დაგვეწყო, უფრო მცირე მასშტაბით, დღეს ის შეცდომები, რომლებიც წინ გვაქვს და რომლებსაც აუცილებლად დავუშვებთ, უკვე დაშვებული გვექნებოდა. შეიძლება ხუთი წლის წინ ბაზარი მოცულობით პატარა ყოფილიყო, მაგრამ მოდელი სწორად გვექნებოდა აგებული. დღეს ჩვენ ვიწყებთ ნულიდან და იმისთვის, რომ მოდელი სწორად ავაწყოთ, სამიდან ხუთ წლამდე დაგვჭირდება“.
გამოცემასთან საუბრისას ბიზნესმენი კომპანიების ბირჟაზე დალისტვის აუცილებლობაზეც საუბრობს.
„ჩვენ თუ კომპანიების გატანას გავაგრძელებთ ლონდონის ან ნებისმიერ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ექნება იმიჯი, რომ აქ საერთაშორისო კაპიტალის დაბანდება შესაძლებელია. თიბისი ბანკმა 500 მილიონი დოლარი მოიზიდა, როდესაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიტანეთ აქციები. ოთხი კონტინენტი დავაინტერესეთ - ადამიანები, რომლებიც მანამდე საქართველოს მხოლოდ ინტერნეტით თუ ტელევიზიით იცნობდნენ. ისინი დღეს ჩვენი ინვესტორები და პარტნიორები არიან. თუ ადგილობრივი ბირჟა განვითარდება, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ნებისმიერი სტარტაპის, რომელსაც თქვენ საჭიროდ ჩათვლით, თანამონაწილე”, - ამბობს ხაზარაძე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss