| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჩაის ქართული ბრენდის „გურიელი“ მწარმოებელი კომპანია „გეოპლანტი“ ბორჯომის ტყის აღდგენაში ერთვება.
„გეოპლანტი“ და აღადგინე.ჯი გააფორმებენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც „პრინცი გურიელის საშობაო ჩაი“-ს ლიმიტირებული სერიის თითოეული ქილიდან მიღებული 1 ლარი, ბორჯომის ტყის აღდგენის ფონდში გადაირიცხება.
შეგახსენებთ, „პრინცი გურიელის საშობა ჩაი“-ს ლიმიტირებული სერია 2017 წლის დეკემებერში გამოვიდა.
გურიელის საშობაო ჩაის სერიის საქველმოქმედო მიზანი ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანიის მიერ თავიდანვე იქნა გაცხადებული - საშობაო ჩაის რეალიზაციიდან მიღებული თანხის ნაწილი მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენას.
„გურიელის საშობაო ჩაის“ იდეის, ასევე მისის შექმნის შესახებ, კომპანიის დაკვეთით მომზადდა საინფორმაციო და სარეკლამო ვიდეო რგოლები, რომლებიც სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საშუალებით ვრცელდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss