| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველოს ვაგონშმენებელთა ჰოლდინგი წარმოების გაფართოების გეგმაზე აცხადებს.
კომპანიის მფლობელი ბადრი წილოსანი ახალი მიმართულებების ათვისებას აანონსებს, მათ შორის, სატვირთო ვაგონებისათვის საჭირო ყველა დიდი და საშუალო სხმული დეტალის წარმოების საერთაშორისო ლიცენზიის მიღებას.
„ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენა იქნება საქართველოს მასშტაბის მქონე ქვეყნისთვის. აღნიშნული პროდუქცია დღესდღეობით დეფიციტურია თავად მათსავე მწარმოებელ რუსეთსა და უკრაინაშიც და შემოაქვთ დამატებით ჩინეთიდან და ინდოეთიდან. დასახელებული ლიცენზიის მიღებით საშუალება მოგვეცემა შევამციროთ ვაგონების მშენებლობის და მათი შეკეთების ღირებულება, რაც საერთაშორისო დონეზე ჩვენი კომპანიის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს“, - ამბობს ბადრი წილოსანი.
კომპანიას ასევე დაწყებული აქვს ახალი თაობის მძიმეტონაჟიანი ვაგონების (ღერძზე 25ტ დაწოლის მქონე) ვაგონების მშენებლობისთვის ლიცენზიის მოპოვების პროცესი, რის დასრულებაც უახლოეს მომავალში იგეგმება.
„დღეისათვის, საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი აქტიურად თანამშრომლობს ყაზახურ კომპანიებთან, გვაქვს მნიშვნელოვანი საერთო პროექტები. ჩვენი კომპანია ყოველთვის განსაკუთრებით მიმზიდველი იყო და არის პოსტ საბჭოთა ქვეყნებისათვის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი პროდუქციის ხარისხი და დაინტერესება ამ რეგიონიდან“, - აცხადებს ბიზნესმენი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss